kids.ge logo

ხმა გულისა

ფავორიტებში დამატება
ჩუმ მაღნარშია წამოწოლილი
ვიყავ, ზედ მედგა ხის უხვი ჩრდილი,
და სადღამაც ნაზი ბულბული
სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.
დიდხანს და დიდხანს ვუგდებდი მე ყურს
იმ ხმას საკვირველს, იმ ხმასა გრძნეულს;
ვგრძნობდი ჩემ სულის მშვიდ აღმაფრენას
და გულის ჩემის სულ სხვა-რიგ ცემას.
დიდხანს ვატარე, დავღალე თვალი,
ვერსად ვერ ვპოვე ის მომღერალი;
თურმე, ჩემს გულში ნაზი ბულბული
სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მესმის, მესმის სანატრელიმესმის, მესმის სანატრელი ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა! სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს დასათრგუნვლად მონობის...ლოცვამამაო, ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა! მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა: არცა სიმდიდრის, არც დიდებ...იანიჩარიაგერ რაზმიდამ ისკუპა ყარაბაღულმა მერანმა, შორსა გაჰფანტა თრთოლით ხმა მისმა რახტისა ჟღერამა... მიჰქრის, მი...ალაზანსსიჭაბუკისა ყვავილი დამიჭკნო ჟამთა დენამა, ნდომა მომაკლო, დამიგდო სასაპყროდ გული რბენამა. საბა ორბელიანი. ...ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში? რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ, ჩვენ წმინდა სი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026