kids.ge logo

ტასო ვარ თუ პეპი?!

ფავორიტებში დამატება
პეპის თუ მეძახიან,
ტასო რაღას დამარქვეს,
დოლს ნუ უბრახუნებო,
ჰოდა, ლამის წამართვეს.

რომ იცოდეთ, ეს დოლი
გუშინ მამამ მიყიდა.
კი არ დავაბრახუნებ,
კლიპს ვამზადებ დილიდან.

თქვენ კი სულ არ მიჯერებთ,
სიმღერესაც მიწუნებთ,..
თქვენი შიშით ოდნავაც
ვეღარ დავიწუწუნებ?!

ბარემ, მტრედის ბუდეში
მათვლევინეთ ხუნდები,
გრძელი წინდაც ჩამაცვით,
მაწვევინეთ გუფთები.

პეპი ნუღარ გგონივართ,
თორემ გაგიბრაზდებით,
ავდგები და პეპისთან
მართლა გავიპარები...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა ნიკოლოზის ნატვრამტრის დაბომბილ ჩემს ქსუისში თურმე ვაზი გადახმა! ნეტავ ჩემი საქართველო ერთიანი მანახვა!.. მტრის გადამწვარ ...დათას ნაძვის ხედათა მთელ დღეს ნაძვის ხის მორთვითაა გართული, ხან ფიფქებით ხალისობს, ხან ფერადი ნათურით. ეხმარება დედიკოს ...წიწილების სიმღერაწია-წია, მზის გულზე გამოვედით ხალისით, რახანია ეზოში ჩვენი ხმები გაისმის. წია-წია, დავქრივართ, საკენკს ვკ...ნუგეშილაშამ თმა შეაჭრა ციცქნა დედოფალას და თვალები ცრემლით ამოევსო ანას. ატირებულ გოგოს ამშვიდებდა ტასო, - გაეზ...პატარა მათემატიკოსიანგარიშობ მთელი დღე, სულ ციფრები, ციფრები, პასუხს ეძებ? ნუ დარდობ, დაიხმარე ჩხირები, ვაშლები და კაკლები, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026