kids.ge logo

გიშრის ნავნი

ფავორიტებში დამატება
გიშრის ნავნი შავთა ზღვათა არობენ,
რისენი მთვარეზედ კამარობენ,
ორნი ტოლნი თანასწორ ბზინვარობენ,
მათ-თან ჭოგრნი აღარად სახმარობენ!

აწ ედემი ტურფად ნარგიზოვანებს,
ასფოდელო მრავალ-ყვავილოვანებს,
სუფთა ქცევით ფერად-ფურადოვანებს;
მრჩობლ ხუმარნი ლამაზ-მოცინარობენ!

მარჩბივნი მარიხნი სისხლის მღვრელობენ,
ყორნის ბოლოს გაშლით მომზიდველობენ,
აბაშ-ინდნი მას გუშაგად მცველობენ,
სათად წამწამს ხშირად შეისარობენ!

მელნის ტბათა აღელვებს შვენებითა,
მშვილდ-რაინდობს ქამანდის ჩვენებითა,
უკვდავებას მოგვცემს ხელოვნებითა;
თვით-მპყრობელნი ჩემზედ კეისარობენ!

ლამპარად გვამისა ეს იცხადების;
მის მსგავსი მარავსა იბადების;
მასთან მყოფი ნიდაგ განახლდების.
ქვეყანასა აწუხებენ, ხარობენ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რა გული დავაგე შენად სარებლადრა გული დავაგე შენად სარებლად, მუნითგან ვარდს გიფენ მითამ არებით! ვიცი, დღენი მისხენ შენდა მარებლად, მისთ...ბულბულის შურსაბულბულის შურსა შევსდგომივარ მუდამ მძახველი, მწყურნების თვალით შემოგყურებ შენი მსახველი, ვარდის ეკალი გულს...მამამან გფაროსმამამან გფაროს, ძემან დაგცვაროს, სულმან სამსებით გცეს ვარდის კონა! გატრფოს ზენამა სულთ მალხენამა, მას აღე...ირაკლი მეფის ქებაღმერთო! მოეც დიდი დღე, მტერზე განაძლიერე, ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე, ირაკლი! ვამკოთ ქართველთ ცხებული ღვ...მზე-ჭაბუკ ორბელიანზედათინას აღზრდილს აქებდეთ, ალვად ანორჩვით ასულსა, ბნელ ბაიათა ბრკვილობა, ბრანძვ-ბაბაჭუა, ბასრულსა! გონჯნი გ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026