kids.ge logo

მავნე ნინკო

ფავორიტებში დამატება

ნინიკომ ბაბუს ჩიბუხი
განზრახ დამალა სხვენში,
ბებუკოს დიდი  სათვალეც,
შემოიმტვრია ხელში...

ფისოს საჭმელში ჩააგდო
გიორგის ჭრელი ჩუსტი,
მამის სადგისით გახეთქა
თიკოს ლურჯი ბუშტი.

ჩვენს დიდ განჯინას ნინიკომ
სკამი მიადგა ხვნეშით,
გადმოაგდო და გატეხა
ზედიზედ შვიდი თეფში,

ბებიამ მისცა შენიშვნა
დეdაც გაწყრა, მამაც,
- ყველა თეფში რომ გატეხე,
რაზე აპირებ ჭამას???!!!

ცოტა შემცბარი ნინიკო
არ დაბნელა წამით:
- შენ არ იდარდო, დედიკო,
ჩვენ ხომ გვაქვს ბევრი ჯამი?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნალია თუ ნალი?დღეს შენიშვნა მისცეს ნინოს, არ მიუძღვის ბრალი, ერთმანეთში აერია ნალია და ნალი! -შვილო, ნალიაში ყრიან სიმი...ზამთარიაცივდაო, დედიკომ, დამიმატა სამოსი, მცხელა, მცხელა შუბლიდან სიმწრისოფლი ჩამომდის... გარეთ ქარი მბრძანებლობ...ძამიკოდედას ბავშვი ასტკივდა მუცელში რომ უზის, ოთარიკო მიყიდეს მე მშობლებმა გუშინ. ფასზე ვეღარ შეთანხმდნენ მთელი...ნაჩუქარი ცხენინინიკო და გიორგი დავობენ და როგორ: -ხომ მაჩუქე ეს კევი რატომ მართმევ გოგო?! დედამ უთხრა:-ნინიკო რომ აჩუქე...ქოლგა-ჯოხიბებოს ძველი ქოლგა კარადაზე მოსთქვამს: -დავიღალე გდგებით, დამასველეთ, ვკვდები! მომენატრა წვიმა, ონავარი ქა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026