kids.ge logo

აპრილი

ფავორიტებში დამატება

აპრილია, აპრილი
თეთრი ფიფქი გვათოვს
და ფარფატი პეპლების
ყველას კარგად გვახსოვს.

ვის არ ხიბლავს ეზოში
ყვავილების ღიღინი;
ერთობიან, ხალისობენ
ყველა ერთად იცინის.

ხის კვირტებიც გამოსულა,
თვალს ჩაგვიკრავს ლურჯი ია,
გაზაფხული, გაზაფხული,
ყვავილების მეჯლისია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩიტუნებიჩემს სარკმელთან ჩიტუნები ჟღურტულებენ ადრიან, ვფიქრობ, ალბათ მე ვუყვარვარ, მე ვუყვარვარ ძალიან. ჟრიამული ს...წუწკი ტურატაში-ტუში, ტაში-ტუში, ტყეში დაძრწის ტურა წუწკი, მონადირე თუ კი ნახა შიშით გული მართლა უკრთის. დღე და ღამე...გოგია და ყურცქვიტაკომბოსტო რომ დაგიხრავს, ბებომ ნახა ამ დილას, გოგიამ კი საყვედური დააყარა ყურცქვიტას. აბა რა ვქნა, ჩემო კა...კავკასიის კალთებზეკავკასიის ცივ კალთებზე, შეფენილან მთები; მოჩუხჩუხე ნაკადულებს, დაუფარავთ გზები. მტკვარს და რიონს გადაჰყურ...ია და პეპელაპეპელამ უთხრა იასო, შორს აღარ მინდა ფრენაო, თუ ჩემთან ყოფნას ისურვებ მე ერთგულების მჯერაო. იამ მიუგო პეპე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026