kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება
შე−მოდ−გო−მა მო−ვი−და
წითელ-ყვითელ ფე−რე−ბით,
მო−სა−ვა−ლით ა−ივ−სო
კო−ლექ−ტი−ვის ვე−ლე−ბი.
და−იტ−ვირთ−ნენ ვა−ზე−ბი,
და−ი−შაქრ−ნენ მტევ−ნე−ბი,
ა−ღაჟ−ღაჟდ−ნენ ვაშ−ლე−ბი,
გა−დაყ−ვითლდ−ნენ ტევ−რე−ბი.
- სიტკ−ბო−ე−ბაც აქ ა−რი!
- სი−ხა−რუ−ლიც აქ ა−რი!
- ბი−ჭო, მარ−დად დაჰკა−რი!
- ჩა−მო−ბერ−ტყე კა−კა−ლი!
ის−მის შე−სა−ხი−ლე−ბი,
სიმ−ღე−რე−ბით სტკბე−ბი−ან.
ა−ჩუხ−ჩუ−ხებს თა−თა−რას
თმა−ჭა−ღა−რა ბე−ბი−ა.
ჩურ−ჩხე−ლე−ბი მზი−სა−გან
მაგრ−დე−ბი−ან, ხმე−ბი−ან,
პა−ტა−რე−ბი ბე−ბი−ას
მკვირ−ცხლად ეგებე−ბი−ან,
ტკბი−ლად ე−სი−ტყვე−ბი−ან,
ტკბი−ლად ე−უბ−ნე−ბი−ან:
- ჩურ−ჩხე−ლე−ბი მოგ−ვე−ცი,
საყ−ვა−რე−ლო ბე−ბი−ა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლალის მამალილალის მამალს ვინ არ იცნობს - დადის, როგორც ბედაური, ქათმებს მარჯვედ ხელმძღვანელობს, არის მათი მეთაური. ამ...ბაბუაჩემიის, მისი დღე და წუთისოფელი, როცა სწყუროდა, სულ ღვინოს სვამდა, იდგა ბუხართან ხელადა სველი და უღვიძებდა ბაბ...ანდერძიიყავი მუდამ ასე წარმტაცი, არ შეარცხვინო შენი მანდილი, გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი, შუაგულ ცეცხლში გადავა...ქართული ენასაქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ! მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმ...კრწანისის ყაყაჩოებიჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. შავჩოხიან...
„ბეკეკო“
ნახატის ავტორი:
მათე მოცრაძე (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ლადო ასათიანის ლექსი „შემოდგომა“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026