kids.ge logo

ჩემი ბურთი

ფავორიტებში დამატება
დი−დი ა−რის ჩე−მი ბურ−თი,
დი−დი ვე−ბერ−თე−ლა,
ო−თხი ცი−და მუ−ცე−ლი აქვს,
ჩე−მი მკლა−ვის ხე−ლა.

ხელს დავკ−რავ და აფ−რინ−დე−ბა,
გა−გორ−დე−ბა - რო−გორ;
გუ−შინ თა−ვი გა−უ−ტე−ხა
მე−ე−ზო−ვის გო−გოს.

ა−მაგ−ლი−ჯეს ჩე−მი ბურ−თი,
და−ა−ხა−ლეს მი−წას,
მაგ−რამ ი−ცით, რო−გორც გი−ჟი,
წა−მო−ვარ−და იმ−წამს.

გად−მო−გორ−და, და−ეძ−გე−რა
დი−დი ფანჯ−რის მი−ნას
და ზედ ცხვირ−ზე და−ას−კუპ−და
ჩემს ბე−ბი−კოს მძი−ნარს.

წა−მო−ვარ−და ჩე−მი ბე−ბო:
„ქურდი“, „ქურდი“, „ქურდი!..“
ქურ−დის ნაცვ−ლად ხელ−ში შერ−ჩა
ჩე−მი კოტ−ხა ბურ−თი!
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026