kids.ge logo

საუზმე

ფავორიტებში დამატება

თეთ−რი ხელ−საწ−მენ−დი
ა−ვი−ფა−რე გულ−ზე,
ჩან−გა−ლიც მაქვს, კოვ−ზიც,
ახ−ლა ვი−სა−უზ−მებ!
წყნა−რად ვუც−დი საჭ−მელს,
კოვ−ზი მო−ვი−მარჯ−ვე,
სულ გა−მოვც−ლი, თეფშ−ზე
ნამ−ცე−ცი არ დამრ−ჩეს,
გემ−რი−ე−ლი ა−რის,
დე−და რა−საც მაჭ−მევს.
წყნა−რად, წყნა−რად ჭა−მე
ნუ სა−უბ−რობ, თი−კო!
სა−უზ−მის დროს ყვე−ლა
ჩუ−მად უნ−და ვი−ყოთ.
ვი−სა−უზ−მეთ. ახ−ლა
მო−ვი−ბა−ნოთ პი−რი,
პირ−ში გა−მო−სავ−ლე−ბად
წყა−ლი გვინ−და თბი−ლი!
ჩა−ის ტი−ლო ა−ვი−ღე,
სულ დავწ−მინ−დე ჭურ−ჭე−ლი;
კარ−გი გო−გო მი−ტომ ვარ,
დე−დი−კოს რომ ვუ−ჯე−რი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მონადირე ფისოუყურეთ, ფისოც პირს იბანს, სულ გაილოკა თათები. გადაიბზინა ქათიბი, ბრძანდება ღამენათევი. თვალები ამოიწმინდა...ნუღარ დამიბერდებიმე რომ მიყვარს მოფერება შენი თეთრი თმებია. ნუღარ დამიბერდები, ჩემო ტკბილო ბებია. მოფუსფუსე ხელები მუდამ მ...ყველას არგუნებსახუნძლული ვაშლები ნეტავ საით გარბიან? ზურგზე ვაშლებასხმული ეს ხომ დედა ზღარბია. ვაშლს უზიდავს ზღარბუნებს,...ვარჯიშისკუპ და სკუპ, სკუპ და სკუპ, კურდღელივით დავხტუნავ; ხომ კარგია ვარჯიში? შენც იხტუნე, დათუნავ! ახლა მერცხალ...ყიყლიყოგადმოფრინდა რაინდი, დაიყივლა: ყიყლიყო! ფრთები ააფათქუნა გამოიცან — ვინ იყო?...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026