kids.ge logo

დედი, უთხარ პიკოს...

ფავორიტებში დამატება

დედი, უთხარ პიკოს,
რომ ჭკვინად იყოს;
ჩემი ქვიშის სახლი,
ღარ დამინგრიოს!

პიკოს სულ არ ადარდებს,
რას ვაკეთებ, რას ვშვრები;
კიდევ, თუ გამაბრაზებს,
ღარ ვეთამაშები!

რას ყეფ, პიკო, რა გინდა?
შენთვის ჯერ არ მცალია;
სახლს ვაშენებ, ხომ ხედავ,
გავითხუპნე ძალიან.

შენც ქვიშით გაისვრები,
ბეწვი გაგიშავდება;
მერე ის, რომ ორივეს
დედა გაგვიჯავრდება!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მელა, ტურა და კურდღელიხესთან, ბუჩქში ჩამალულა, მატყუარა მელაკუდა; რა ხანია, კურდღელს ელის, მელას კურდღლის შეჭმა უნდა. დასცხა მს...აქ მოდი თეთრო ქათამოაქ მოდი თეთრო ქათამო, საჭმელი უნდა გაჭამო. შეჭამე, რაც აქ პურია, თორემ შეგიჭამს მურია!...მეეზოვე მურიამეეზოვე მურიას ვერვინ სჯობნის გარჯაში. პირველ ადგილს იკავებს, ეზოების დაგვაში. ის რომ არა, ქუჩები იქნებოდ...ბებომ თაფლი მომიტანაბებომ თაფლი მომიტანა, ქარვისფერი ქილით; და კალათა ავსებული ნაირ-ნაირ ხილით. ვიშ! რა კარგი ბებია მყავს, კე...ჟირაფიგრძელკისერა ჟირაფს ვინ არ იცნობს ტყეში. დატოლებით ყველას სჯობნის სიმაღლეში. კალათბურთი უყვარს, თამაშობს ნ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026