kids.ge logo

ბაბუ!

ფავორიტებში დამატება

ბაბუ, რაც კი პენსიზე
გახვედი და სახლში ზიხარ;
გულის წნევას რომ უჩივი.
ვარჯიშე თუ კაცი ხარ.

აი, ასე - ერთი, ორი...
მიდი, ბაბუ, მიდი, ძველო!
მინდა, კიდევ დიდხანს, დიდხანს
ცოცხლო და იდღეგრძელო.

მაგრად უნდა მყავდე ბაბუ,
მწამს, აღიდგენ ჯანმრთელობას;
დაგავიწყდა?! ჩემს ქორწილში,
რომ დამპირდი თამადობას?!

ბებო ამბობს, - ბაბუაო,
ბრძენიო შეუცვლელი!
მიდი, ბაბუ, მაშ, ცხოვრებას,
ვაჟკაცურად გაძელი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლუკა და ბებოისე ძლიერ უყვარს, თავის ლეკვი ლუკას; რომ ჭამის დროს მუდამ უყოფს ყოველ ლუკმას. ბებია კი, ტუქსავს, ლუკას, ა...დედი, უთხარ პიკოს...დედი, უთხარ პიკოს, რომ ჭკვიანად იყოს; ჩემი ქვიშის სახლი, აღარ დამინგრიოს! პიკოს სულ არ ადარდებს, რას ვაკე...ბოჩოლაჩვენმა ძროხამ ხბო მოიგო, იცით რა პატარა?! მე, ბოჩოლას დაბადებამ ძაან გამახარა. შვლის ნუკრივით ლამაზი აქვს...ფოსტალიონი კუკუ გაზეთებს დაატარებს, ფოსტალიონია. ტყეში ფოსტალიონობა განა იოლია. კუ მუშაობს პატიოსნად, მაგრამ არის ნელი...ფისო!ფისო, ჩემი ნაყინიც ჭამე, არ მეწყინება, მაგრამ ბევრი ნაყინით ყელი გაგეყინება! და თუ ყელი აგტკივდა, როგორ დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026