kids.ge logo

გაბუტული ნატო

ფავორიტებში დამატება

ბებომ გული გამიწყალა,
მიკრძალა თამაში.
მსაყვედურობს, ნუ ცელქობო,
ნუ დადიხარ ტალახში;
თორემ დედას დავურეკავ,
წაგიყვანოს ქალაქში...
ჩემო ბებო, ბებიკონა,
ბა, ავი არა ვარო?
აქ, ხომ ყველგან ტალახია,
მიპასუხე, სად ვირო?
არ გავერთო? სახლში დავჯდე?
ეს მომბეზრდა ქალაქშიაც.
ჭამე-ჭამეს, რომ მეძახი,
მე ჯერ სულაც არა მშია;
და თუ აღარ მათამაშებ,
თვითონ წავალ ქალაქშია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა ექიმიმე პატარა ექიმი ვარ, და ექიმებს გვაქვს ეს წესი; ბარბი! მოდი, მაგ ტაკოზე გაგიკეთო უნდა ნემსი. კარგი, ნუ შე...ჩემი ცელქი ფისოჩემს პატარა ფისოსა, ვერვინ სჯობნის ჭამაში; ჭამით როცა გაძღება, ჩემთან უყვარს თამაში. ფისო, ისე ცელქია, მა...ფისუნია კატა!ფისუნია კატა, მე შენს პორტრეტს ვხატავ; გთხოვ, ნუ იცვლი პოზას, აზრებს ნუ მიფანტავ. თვალები და პირი, ცხვირი...ეს რა მამა მყოლია!ეს რა მამა მყოლია, (ლექსად მაქვს მოსაყოლი) დღეს, მამიკომ ფეხბურთში, გაიტანა ცხრა გოლი. მხოლოდ ბურთის გატა...ფისომ უთხრა მეწველ ძროხასფისომ უთხრა მეწველ ძროხას; - ძროხავ, ძროხავ, გეხვეწები. გთხოვ, მეც ისე მომეფერე, როგორც შენს ხბოს ეფერები...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026