kids.ge logo

* * *

ფავორიტებში დამატება

მამას ლურჯი პერანგი წითლად გავაფერადე,
ღარაა ლურჯი, გადამიგდეს ფუნჯი.
გამიჯავრდა დედა: ამდენს როგორ ბედავ,
გაგიჟდება მამა, რა გარეცხავს ამას?!
დამემუქრა დედა: - ხმას არ გაგცემ დღედან!
ბუზღუნებდა მამიდა: - ბავშვი სულ თავს გავიდა.
ბებო პერანგს უცქერის: გაგვითავდა ფურცლები?
არ უჯერებს თვალებს (რა მზერა აქვთ ქალებს)?
შემოვიდა მამიკო, იცით როგორ გამიგო?..
არ მომწონდა მაინც ეს პერანგი ლურჯი…
მოგვაწოდეთ ქილა, დაგვიბრუნეთ ფუნჯი.
გავაგრძელეთ ღებვა, წინსაფქრი მება,
და პალიტრით ხელში, ვღიღინებდით ხმებში.
გადაიცვა მამამ შეღებილი ზედა,
- ერთი ჭკუის ხართო! - იცინოდა დედა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დილის ლექსიმოდი, ტაში შემოვკრათ, მივესალმოთ მზეს, რა ნათელი დილაა და რა კარგი დღე. კიდევ ტაში შემოვკრათ, გავუღიმოთ დ...* * *თეთრი კაბა მაცვია, ვინ მაჩუქა რა ვიცი, კარადაში ვიპოვნე ავდექი და ჩავიცვი. ცოტა გრძელი კი არის, მებლანდებ...გაზაფხულინუღა სწუხართ კვირტებო, ყინვას გადაურჩებით, ლოლოები ჩამოდნა, გამლღვალია ქუჩები. გამთბარია ჰაერი, სუსუტი მზ...საქართველო მიყვარხარჰორიზონტთან მთები ჩანს, ცა - ჰორიზონტს იქითაც, ტბა ისეთი ვიწროა მგონი დალევს ჭიქითაც. გვერდით ძველი ციხე ...* * *ათხოვებენ კუს სპილოზე, გაგონილა ასეთი, ვინც ესენი დააწყვილა ბრმა არის და თავხედი. კუმ თქვა:- ერთი ბეწო ვა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026