kids.ge logo

ბებოს ლხინი

ფავორიტებში დამატება

- აბა, ჩემო სანოვაგევ ხვავისა,
ქეც სტუმრის და მასპინძლის ხალისად!
მადლი უფალს, რომ გვარგუნა ლუკმა,
მალე გავშლით ჩვენს ჯადოსნურ სუფრას!-
ამბობს ბებო და ამზადებს სადილს,
ყველასათვის მართავს ნამდვილ ნადიმს:
პური - ჩვენ,
ნამცეცი - ჩიტსო,
ჩვენს ფანჯარასთან რომ ზისო,
ხორცი - ჩვენ და
ძვალი -ძაღლსო,
ამ სახლს დარაჯად რომ ჰყავსო.
მჭადი -ჩვენ და
ქატო - ქათამს,
ყველი - ჩვენ და
შრატი - კატას,
ხილი - ჩვენ,
ნაფცქვენი - ღორსო,
რაც დაგვრჩება - მარჯვე ცოცხსო,
ჩენჩო - ბუხარს,
კურკა - მიწას,
ბებომ ლუკმა ყველას მისცა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზამთარიზამთარს მოაქვს თოვლი, ყინვა. ქუდს, ხელთათმანს, კაშნეს, მოარგებს და დიდ-პატარას თბილ ქურთუკებს აცმევს. ლოლ...მუხლუხოს მუხუდოერთი საწყალი კალია დახანხალებდა მშიერი. გზად ნათლიმამა მუხლუხო შემოხვდა, დინჯი იერით. შეატყო, რომ ჩვენს კ..."წესრიგომიცინი"თუ არ იბან საპნით ხელებს, იწეპებ და იკრობ ბაქტერიებს, ვირუსებს და ათასობით მიკრობს. თუნდაც იყო ბრძენთაბრძ...ძილისგუდებიდავაგეთ ხირაულები, ფერითა მხიარულები. ზედ დავსხედით და ვიზღაპრეთ, თვალს მოგვივიდა რულები, მივკოტრიალდით ი...ჩიჩილაკიაიღებენ თხილის ტოტს და თლიან, თლიან, თლიან, თლიან.... საახალწლოდ უნდა დადგან -მიხვდი? -ჩიჩილაკი ჰქვია! თხ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026