kids.ge logo

ტყის ნობათი

ფავორიტებში დამატება

აბლი-ბაბლი, აბლი-ბაბლი,
გინდა მაღლით, გინდა დაბლით
ტყეში ბევრი ნაყოფია -
მოცვი, მოცხარი და წაბლი.
მინდა გარგოთ მთების მადლი,
მივალ ჩანთით, კალთით, სათლით,
ბლომად უნდა მოვიტანო -
ჟოლო, თხილი, პანტა, ზღმარტლი.
ქაცა მყავს მეგობრები,
მეტად გამრჯე, განა ზანტი,
ახლაც სიხარულით შემხვდნენ
ჩხიკვი, თრია, ციყვი, ზღარბი.
ჩემთან ერთად შეაგროვეს
მრავალგვარი ტყის ნობათი,
მოდით, ყველამ დარიგეთ,
მათი სახელით მოგართვით...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციყვის სიზმარიფუღუროში მობინადრე, ჭკვიანი და თანაც ბრიყვი მეზობლებთან დამჯდარა და ასეთ ამბავს ყვება ციყვი: - გაღმა ტყეშ...წვიმა უღრან ტყეშიმოდის თქეში უღრან ტყეში, მთები ქუხილისგან თრთიან, გადუკარებლადა წვიმს რამდენიმე საათია... ჩადგა წყალი ფუღ...მადლიერი შველირომ ჩამომდგარა ზამთარი, შველი უნახავს დამფრთხალი ჭიშკართან კეთილ ბაბუას, სოფლად დარჩენილს მარტოკა, შეუშვა...ჩვენი ტყის ბიბლიოთეკაიმას, ვისაც უყვარს წიგნი, ქვეყანაზე რა მოაწყენს? _ სამოთხე აქვს თავის წილი, აღმაფრენით ცამდე აღწევს. დაიზ...მომღერალი ჩხიკვიცხრათვალა მზე ტყის ნაპირას შემოდგომის მდელოს ხედავს, ბაჭიები ჩირგვთან წვანან, ჩიტუნები ხეზე სხედან, მთის ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026