kids.ge logo

სხივი და კესანე

ფავორიტებში დამატება

წვიმიან ღრუბელს ვეფარე
მძიმეს და წვიმისფერსავე,
ავდექი, გამოვეპარე,
შენთან მოვედი, კესანე.

მე მზის სხივი ვარ, სხივები
ყველგან სიკეთეს თესავენ,
ცაზე გავაბი სიმები,
შენ რაღას შვრები, კესანე?

ნუ დარდობ, ღრუბლების ფარას
ცაზე ქარები მწყემსავენ,
ქარისგან მე დაგიფარავ,
ნუ გეშინია, კესანე.

ჩემი ძმობილი სხივები
შორს ცისარტყელას კემსავენ,
გაქრება წვიმის მძივები,
მათაც სხივები შესვამენ.

გამოდარებს სულ მალე,
ხვალე კი არა, დღესავე,
შენც ნუღარა ხარ მდუმარე,
ჩემო ლურჯთვალა კესანე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვითომ-ვითომ-ვითომრომ იცოდეთ, ჩვენი ნიკო უკვე ზღაპრებს აღარ ითხოვს, უცხო ამბებს ყვება თვითონ, ჩვენც გვართობს და თავსაც ირთო...შემოდგომაგადაჰყვა ფერები ოქტომბერს, მიქრიან ქედებზე დღეები, აფრქვევენ ქარვას და ოქროსფერს ნიავის ჩურჩულში ტყეები. ...ბელები და თაფლიწყაროს პირას მზიან ტყეში, ვნახე უცხო სახილველი: ხელადები ეპყრათ ხელში, - თაფლს იყოფდა სამი ბელი. დიდი კას...ჩვენი ტყის ბიბლიოთეკაიმას, ვისაც უყვარს წიგნი, ქვეყანაზე რა მოაწყენს? _ სამოთხე აქვს თავის წილი, აღმაფრენით ცამდე აღწევს. დაიზ...ტყის ნობათიაბლი-ბაბლი, აბლი-ბაბლი, გინდა მაღლით, გინდა დაბლით ტყეში ბევრი ნაყოფია - მოცვი, მოცხარი და წაბლი. მინდა გ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026