kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

ოქროსფერი სამოსი
ძლიერ შვენის ხეებს,
ქარვისფერი უხდება
სურნელოვან დღეებს.

ჩატკბა, უკვე ჩაშაქრდა
თასგვარი ხილი,
რაკარუკით ჩამოდის
კაკალი და თხილი.

ლეღვს ხვეწნით და მუდარით
გაეხლიჩა პირი.
-დამკრიფეთო!-ატამი
საწყალობლად ტირის.

ვაშლს ამდენი ლოდინით
დაებრაწა ლოყა,
ხეზე ლურჯი ქლივი
ხილთა ქებას მოჰყვა.

ბროწელი კისკისებს,
დინჯად გვიხმობს მსხალი,
ყველგან ქარვა ციმციმებს,
ყველგან ღუის ლალი.

კიფებს სიმინდი
მარგალიტის კბილებს,
მზე ჩალისფრად გვიღებავს
სურნელოვან დილებს.

ტყე ათასფრად აჭრელდა,-
ჩვენს მოხიბლვას ლამობს.
მთის კალთები დამძიმდნენ
ბუძგა წაბლის გამო...

მიწის მადლი, ბარაქა
უძღვნა ყველას, ყველას...
ოქროს შემოდგომაა!
ოდელია-დელა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წელო, წელო, ახალო!ქარი ქრის. მზე თავს მალავს ღრუბლის ფაფუკ უბეში, ჩიტუნია ჩიორა მობუზულა ბუდეში. სიკეთით შემოსულო, იცი, რა ...ჩემი სოფელილილისფერ მთათა გადაღმა ელვარებს როგორც ალმასი, იცით, ამ სოფელს რა ჰქვია? -სოფელი... „ასე ლამაზი!“ წყარომ ...ბებოც სანტაა?!ანიტას კოხტა თოჯინა, ნიკას მანქანა პულტით, ქრისტინეს ჭრელი, ფუმფულა, ბაფთაშებმული კნუტი. ნიკაც თამაშობს, ...ახდენილი ოცნებების წელი მოდის!ახალი წელია! ახალი წელია! წინ კი საოცარი დღეები გველიან,- უხვად გვექნება საღიმილონი, უხვად გვექნება საღიღ...ზაფხულირა კარგია ზაფხული,- გარუჯული დღეები, მომღერალი ჩანჩქერი, ჩრდილიანი ტყეები, ჭრიჭინების ჭრიჭინი, ჩიტუნების ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026