kids.ge logo

კაკლის ბერტყვა

ფავორიტებში დამატება

ხიდან კაკლის წვიმა მოდის,
განა წვიმა,-
კაკლის სეტყვა!
არც წვიმაა და არც სეტყვა,
მას ჰქვია კაკლის ბერტყვა!
ჭახაჭუხით,
ჩახაჩუხით,
ბზრილით და
ტრილით
ხემ ტოტები შებერტყა....
თქვენ გეგონათ შრილით?
დაჭექა,
დაქუხა,
დაგვიძახა ამაყად:
მოდენა მოსავალი
გსმენითო არაკად?
ბებო ამბობს:
-ამას ჰქვი
შემოდგომის ბარაქა!
ხის ქვეშ მიწა მოფინა
კროლა-კროლა კაკლებით,
ახლა ბავშვების ჯერია,
რით ვარ სხვებზე ნაკლები?
თქვენ კაკლების შეგროვება
ნუ გგონიათ გართობა...
საყვარელი შემოდგომავ,
მა-დლო-ბა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლილეო... და ახალი წელი!მივულოცავ ახალ წელს, ამას ვეტყვი ჩურჩულით: -დაელოცოს ჩვენს სამშობლოს, ყველა კუთხე-კუნჭული! დაელოცოს ალაზა...როგორ დადგა შემოდგომა დათვიანის ტყეშიმიდუდღუნებს დათუნია, მიბაჯბაჯებს ხვნეშა -ხვნეშით... -დათვო, სად გაგიწევია? -წელიწადის სასახლეში,- შემოდგო...მურა ამბობს..მაშინვე შენთან გავჩნდები, მტერს კართან ყეფით დავხვდები, როგორც კი გაგიჭირდება, შენი დამცველი გავხდები. ახ...ციყვუნიას ზამთარი„თოვს, თოვს, ხოშკაკლავს“, ზამთარი ტყეს თვალს დაჰკრავს, თოვლს ჩამოჰყრის, ჩამოპენტავს, რა იქნება ახლა ნეტავ...თუთიყუში ჟაკომხოლოდ ერთი სიტყვა იცის თუთიყუშმა ჟაკომ. უკვირთ ბავშვებს,- არ უნდაო დაგველაპარაკოს. მამამ ახლახან უყიდა, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026