kids.ge logo

როგორ დადგა შემოდგომა დათვიანის ტყეში

ფავორიტებში დამატება

მიდუდღუნებს დათუნია,
მიბაჯბაჯებს ხვნეშა -ხვნეშით...
-დათვო, სად გაგიწევია?
-წელიწადის სასახლეში,-
შემოდგომა მოვიწვი
უნდა დათვინის ტყეში!

წელიწადის სასახლეში
დანახა ტახტი ოთხი,
თხი მზეთუნახავი ზის
იმ ოთხ ტახტზე ფეხის მორთხმით.
იცნობს შემოდგომას განა?!
ი, მართლა გამოცანა!


კითხება იმ დებიდან
პირველს ჩვენი მარჯვე დათვი:
- ვერცხლისფერსამოსინო,
შენ ვინა ხარ? მითხარი...
-ვეღარ გეტყვი, დათუნიავ,
თვითონ გამოცანი...

-მე მოვალ და მიწას თოვლი
ფანტელ-ფანტელ ეფინება,
ქარი დაჰქრის სუსხინი,
ხეს კენწერო ეყინება,
მაგრამ თოვლში კოტრილი
ბა, ვის მოწყინება?
გუნდაობას, ციგაბას
ვინც იხსენებს, ეღიმება.
თოვლი, ყინვა, ავდარი...
ცივი დროა დამდგარი...
ბა მითხარ, დათუნიავ,
ვინ ვყოფილვარ?
-ზამთარი!

კითხება მერე დას
თომა-ჩვენი მარჯვე დათვი:
-ვარდისფერსამოსინო,
შენ ვინა ხარ? მითხარი!
-ვეღარ გეტყვი, დათუნიავ,
თვითონ გამოცანი!

-მე მოვალ და მთა -ველები
ფარება ენძელებით,
თავს იწონებს ყოჩივარდა,
მდელომ იამ გადაქარგა,
სამხრეთიდან მოჟღურტულე
ბრუნდებიან ჩიტები:
მერცხლები და შოშიბი,
ტოროლები, გვრიტები...
გვირილებით, ია-ვარდით,
მოკაზმული, დახატული...
ბა მითხარ, დათუნია,
ვინ ვყოფილვარ?
-გაზაფხული!

კითხება მესამე დას
თომა-ჩვენი მარჯვე დათვი:
-წითელმოსასხამინო,
შენ ვინა ხარ? მითხარი...
-ვეღარ გეტყვი, დათუნიავ,
თვითონ გამოცანი!

-მე მოვალ და ცხრათვალა მზეს
ცხუნვარება ემატება,
ამ დროს ყველა სულირი
ჩრდილს დაძებს, ეფარება...
ცინიან ყვავილები,
მთიდან მოჩქეფს ცივი წყარო...
ხილი მწიფს, ფუტკარი ბზუის,-
ტკბილი თაფლით გაგვახაროს...
მერცხალი ლაღად ნავარდობს,
ცაში ფრენით გართული,
ეს დრო შენც გაქვს ნახული...
ვინ ვყოფილვარ?
-ზაფხული!

კითხება მეოთხე დას
თომა-ჩვენი მარჯვე დათვი:
-ყვითელმოსასხამინო,
შენ ვინა ხარ, მითხარი!
-ვეღარ გეტყვი, დათუნიავ,
თვითონ გამოცანი!

-მე მოვალ და გულს ვუხარებ
დიდებსაც და პატარებსაც,
მიყვარს მწიფე ხილის კრეფა!
ბაღში დროის გატარება,
უხვი რთველი... კაკლის ბერტყვით
კაცის გულის გახარება,
დოვლათის დაბინავება,-
ზამთრის სარჩოს დახვავება,
თასგვარი ჩირელის,
ჩურჩხელების დამზადება...
ბა, მითხარ, დათვო-თომა,
ვინ ვყოფილვარ ?
-შემოდგომა!

თომა ლამაზ შემოდგომას
იწვევს დათვინის ტყეში!
ვერავინ ვერ შეედრება
შემოდგომას სიუხვეში..
ტყის ბინადრებსაც მიართვა
მან ნობათი- უხვი ძღვენი,
ტყე როგორ გაალამაზა!-
ქარვისფერი როგორ შვენის!
დათუნია წაბლს მიირთმევს,
თხილს და კაკალს, მწიფე პანტას...
მერე მოდის ფოთოლცვენა,
ქარი ყვითელ ფოთლებს ფანტავს.
ხვავინი, მშვენირი!-
ეს დრო თომას უყვარს ძლიერ,
მერე მისი დათვიანი
ნელ-ნელა შეიცვლის იერს...

დღე თანდათან დამოკლდება,
ღამე კიდევ გაიზრდება.
გაწვიმდება, გაავდრდება,
ტყე თითქოსდა დაიცლება,-
მას თანდათან მოაკლდება
ფრინველების ჟრიამული,
ეს ნიშნავს, რომ გასული
შემოდგომა მხირული...
აქ უნდა დავემშვიდობოთ
ჩვენს დათუნას -ცნობილ მსუნაგს,
დროა, ზამთრის ძილს მიცეს,
მიშუროს თავის ბუნაგს!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

იქცა ლამაზ თაიგულად
ალივლივდა ფარჩეული
და გაბრწყინდა მზის რჩეული,...
ოცდახუთსა დეკემბერსა
„ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსაო!“...
ჟირაფი
რა ლამაზი ცხოველია!-
გაიძახის ჩვენი ანა,...
ნინო და პიანინო
მოუტანეს პიანინო
ცუგრუმელა გოგო ნინოს,...
მოდი და ინატრე!
ახალი წლის დადგა ღამე,
მოდი, შენც ინატრე რამე......
„ფისუნია მუსი“
ნახატის ავტორი:
გაბრიელი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „როგორ დადგა შემოდგომა დათვიანის ტყეში“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „როგორ დადგა შემოდგომა დათვიანის ტყეში“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დარბაიძე:


Kids.ge-ს რჩევები

აცადეთ ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედება

ბავშვი ვერ გახდება თვითკმარი, თუკი მის მაგივრად იმოქმედებთ. მინიშნება: დონა ჯოუნსი, სამხრეთ ორეგონის უნივერსიტეტის შნაიდერის ბავშვთა ცენტრის სკოლამდელი აღზრდის მასწავლებელი აშლანდში, ორეგონში საუბრობს ბავშვის სიამაყეზე: „როდესაც მინდა ბავშვებმა ჩაიცვან, მოიცვან ქურთუკები, დასხდნენ სკამებზე ჭამის დროს და ასე შემდეგ, მე მათ ვუსვამ ასეთ კითხვას: „გინდა რომ დაგეხმარო თუ შენ თვითონ შეგიძლია ამის გაკეთება?“ ეს სიტყვები მაგიურია“, - ამბობს ჯონსი. „ბავშვებს ყოველთვის სურთ დამოუკიდებლად მოქმედება“.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

„ფისუნა“
ნახატის ავტორი:
ანასტასია (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები შემოდგომაზე, ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები მეგობრებზე და მეგობრობაზე

ინგა ქორდელი
ტყე

ინგა ქორდელი

მდიდარია ტყე
თავის ბინადრებით,...
ნუნუ კერესელიძე
ინდაური

ნუნუ კერესელიძე

ვატყობ ჩემს თავს, განა არა,
ვიფხორები წარამარა....

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები შემოდგომაზე, ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები მეგობრებზე და მეგობრობაზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები შემოდგომაზე, ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები მეგობრებზე და მეგობრობაზე

ბესიკი
როს განვიცადე ბედკრულმან

ბესიკი

როს განვიცადე ბედკრულმან,
გულის საკვდავად, დარია, - ...
ლადო ასათიანი
შემოდგომა

ლადო ასათიანი

შემოდგომა მოვიდა
წითელ-ყვითელ ფერებით,...
ნოდარ დუმბაძე
სილამაზე

ნოდარ დუმბაძე

არა შრომით და გარჯითა,
როგორც პატარა ნარჩიტა,...
ნოდარ დუმბაძე
დათუნია

ნოდარ დუმბაძე

გამარჯობა, დათუნია,
რა კარგი ხარ, ლამაზი,...
მაია წიგნაძე
ჭრიჭინების ოინი

მაია წიგნაძე

დილა გათენებულა,
კარგი დარი დამდგარა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026