kids.ge logo

აპრილი

ფავორიტებში დამატება

მარტმა -გაზაფხულის შვილმა
გააღვიძა მზე როცა,
ადგა და თავისი ტახტი
აპრილს გადალოცა.
-მეც ხომ გაზაფხულის ძე ვარ,
რით ვარ მარტზე ნაკლები?
არც აპრილმა დაშურა
ოსტატობა ნაქები.
გადაფინა მთა-გორებზე
ვარდ-ყვავილთა ხალიჩა,
ფუტკარი ყვავილს დაბზუის,
პეპლებს ხომ თვლა არ უჩანს,
მთა და ბარი გაზაფხულის
სილამაზეს იმშვენებს,
ტყეში ციყვი დაფუსფუსებს,
ჩიტი ბუდეს იშენებს.
აპრილი კი არაკრაკებს
თავის ოქროს სალამურს,
დედა გაზაფხულს უმღერის
პირმშვენიერს, სამურს.
სააპრილო საქმებით
მოჯერებს გულს როცა,
ადგება და თავის გვირგვინს
მაისს გადალოცავს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დათვის ბუნაგთანუხვი თოვლით დამდგარი ტყეს გაუტკბა ზამთარი, ჩათბა, უცებ ჩამყუდროვდა, წუხელ მთელი ღამე თოვდა... ირგვლივ ზამ...მოდის შემოდგომა!ნეკერჩხლის ტოტზე ზაფხული იწვის, ჭკნება აგვისტო-ფარჩა შრიალებს. სხვა მოძახილი გაისმის ახლა, უკვე სხვაგვარი...ნეტავი, ბიჭო შენს დედას!ნეტავი, ბიჭო შენს დედას! ასეთი შვილით იხაროს! ნეტავი, ბიჭო, შენს მამას! რა შვილი გაუზრდიხარო! სწავლაც გიყ...პატარა მხატვარინიკამ დახატა მზე,- დიდი, ჩახჩახა მზე, მერე დახატა დედა,- თავისი კარგი დედა. მზე წააგავდა დედას, დედა კი ჰ...ჩვენთან ერთად არის სანტა კლაუსიცგული მღერის: ოდელია-დელია! გიხაროდეთ, დღეს ახალი წელია! პატარებო! ფეხი მარდად გაუსვით, ჩვენთან ერთად ცეკვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026