kids.ge logo

ბალი, ბავშვები და ჩიტები

ფავორიტებში დამატება

მაღლა, ტოტზე ესხა ბალი,
ზედ რჩებოდა ყველას თვალი,
ნერწყვს ყლაპავდნენ პაწიბი:
-ტოტებო, ხართ ქვაწვიბი,
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
ბალი გვინდა-ტკბილი ბალი!

გახარეს ბეღურებმა,-
ბალი ისე ეგუნებათ,
რომ დაგემოვნეს ლხენით,
ჭიკჭიკეს ოქროს ენით.
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
ჩიტუნებმა ჭამეს ბალი.

ტირის ეკა, ტირის ბესო,-
ბეღურებმა წაგვართვესო
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
მსხვილმარცვალა, ტკბილი ბალი.
ცრემლს ღვრის ორი ტირია,
დაღიათ პირია.

ჟღურტულებენ ბეღურები:
-ჩვენ ნუღარ დაგვემდურებით!
ამ ტოტების ტკბილი ძღვენი
რის განა მარტო თქვენი...
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
შეგვერგოსო ტკბილად ბალი.

ბლის ტოტებმა დაძახეს:
-ამობრძანდით, თავად ნახეთ!
ბლის კუნწულებს ლამაზებსო
უხვად შემოგთავაზებთი.
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
დაკრიფეთო ტკბილი ბალი.

ზედ რჩებოდა ყველას თვალი,
კუნწულებად ესხა ბალი.
მიშურეს ბეღურებმა,
ბალი ისე ეგუნებათ.
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
პატარებსაც ერგო ბალი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მოდის წელი ახალიტბილი გოზინაყი, ჭრელი კანფეტები, ათასგვარი ხილი, ბებოს ჩურჩხელები, ირგვლივ ჟრიამული, მხიარული ხმები, მალე...ჟირაფირა ლამაზი ცხოველია!- გაიძახის ჩვენი ანა, -კისერი რამ დაუგრძელა? რამ გაზარდა ამისთანა? როგორია გრძელკისერა...აჭიკჭიკდა ჩიტუნიააჭიკჭიკდა ჩიტუნია, გვიგალობა ადრიანად. მზე ღრუბლიდან იჭყიტება,- ვიყავიო დარდიანად. ქარო, ღრუბლები გაფანტე...ანა ანბანს სწავლობსარა გახარებთ განაო?- ანბანს სწავლობს ანაო. სხაპასხუპით რაკრაკებს „იას“, „აი იასო,“ წიგნს კითხულობს გოგონა...პეპელამ ყვავილებისგან ბარათი მიიღოსადა ხარ, გოგო ლელაო, შენ გელოდებით ყველაო! ნექტრად ვაგროვეთ, განდეთო, საუზმე მოგიმზადეთო! სულ შენ გახსენ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026