kids.ge logo

ეს რა ლამაზი გზებია!

ფავორიტებში დამატება

შორს ლილისფერი მთებია,
ზემოთ ღრუბლები ჩნდებიან,
ზოგჯერ მთის წვერზე სხდებიან,
ზოგჯერ კი ყალყზე დგებიან.
მათი ფაფუკი ფთილები
თითქოსდა სოფლის ფრთებია,
ი, იმ სოფელში ცხოვრობს
შენი ბაბუ და ბებია.
რა მხირულად ჭიკჭიკებ!
როგორ გიბრწყინავს თვალები!
მანქანაც ტკბილად ღუღუნებს,-
სოფლისკენ მიემგზავრები!
ეს რა ლამაზი გზებია!
ზღაპრებში ნამგზავრებია?
ზაფხულო, ეს ველ-მინდვრები
შენ გაგილამაზებია!
ირგვლივ რომ ყვავილებია,
მზისგულზე იფურჩქნებიან,
ეს გორაკები, ბორცვები
თითქოს თაიგულებია!
გზა იკეცება მალიმალ,
ცის, რომ სადღაც მთებია,
ზედ რომ ღრუბლები სხდებიან,
და შენ რომ გელოდებიან.
მთის ძირთან ტყეა გაშლილი,
ტყიდან რუ ჩქარობს ცქრილა,
მთიდან ჩამორბის მდინარეც,
ხმატკბილი, ენაწკრილა...
ზაფხულის ნაქარგ მინდვრებზე,
მზის ჩიტუნები სხდებიან,
ფრთებს რომ გიქნევენ მაღლიდან,
ეს ნაცნობი ღრუბლებია!
ყველანი გეგებებიან!
მთებიც კი ფეხზე დგებიან!
ყველანი გესალმებიან
და შენი ცქერით ტკბებიან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაფრინავენ ჩიტუნებირომ ვუმზერ გაშლილ ველ-მინდვრებს და აყვავებულ ტყისპირებს, მდელოს-ათასფრად დაქარგულს, ხავერდივით რომ ბიბინე...ვულოცავ!მღერის ჩიტი-ჩიორა: ფიფქი მოდის ფიორა! ფიფქი მოდის ფარფატელა, ახალ წელს ულოცავს ყველას: მთაში მობინადრეებს...ჩემი გემიეს პატარა გემია, და ეს გემი ჩემია! გესმით? დაიგუგუნა, გადაცურა გუბურა. ღელეს თავქვე დაუარა, ნაკადულსაც ჩა...ციდან ღრუბელი გამოიპარაეს ღრუბელი-ხეტიალა ციდან დედას გაეპარა, განა შედგა ცისკიდურზე, განა მთის წვერს გაეკარა, განა ქუდად დაეხურ...სანტას ლოდინში ჩამეძინაღამით სანტა კლაუსი ჩუმად შემოპარულა, განა ჩემთვის დაუცდია, იცით, სანტას რა უქნია? საახალწლო საჩუქრები ნაძ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026