kids.ge logo

ღრუბელი

ფავორიტებში დამატება

ღამესავით მოქურუშდა,
ჩააბნელა მთა და ბარი,
ხუვლა და გადმოგვასხა
დელგმა წვიმის ნიაღვარი.
დაწურა ყველა ფთილა,
ყველა კოკას მოხსნა პირი,
-სხვა და-ძმებსაც მოვუხმობო,-
ქადნება, ციდან ყვირის.
დაგრუხუნებს გორვა-გორვით,
შავ ფთილების ბერტყვა-ბერტყვით,
ვგონებ, სულაც არ შერცხვება
თავს დაგვატყდეს ხშირი სეტყვით.
ნეტავ, ასე რად გვიწყრება?
რად მოვარდა უთენია?
ეს რა გაგონარი და
ბრაზინი ღრუბელია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შენ ჩემი მეგობარი ხარ!თაგუნამ უთხრა თაგუნას: -მეგობარი ხარ, იცოდე! იმანაც ასე მიუგო: -მეც მეგობარი გიწოდე! რადგანაც მე შემიძლია...ჩიტუნამ იას უმღერაიასა, ია-იასა, მშვენიერ გოგონიასა, ლურჯი კაბა რომ აცვია, მორცხვად თავდახრილს, პაწიას... მზემ დაურწია აკვა...თოვლის ფიფქი მოფარფატებსთოვლის ფიფქი მოფარფატებს ციდან, მერე რა, რომ არის ერთი ციდა, ჩუმად ამბობს: მარტო როდი ვიქნები, მომყვებიან...პატარა ბიჭები და კარატეჩვენი სახლის ბიჭუნებს ძლიერ უყვართ კარატე, ისე გადარეულან, სხვას არ სცნობენ არაფერს. აღტაცებით ჰყვებიან ა...ახალ წელს ვულოცავ ყველას!ძველი უკვე მიბრძანდება- ახალ წელს ვულოცავთ ყველას, დიდებსაც და პატარებსაც, - ვარსკვლავების სადარებსაც. მთ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026