kids.ge logo

კუ წვიმაში სადილობს

ფავორიტებში დამატება

პა−ტა−რა კუ-კუს−კუ−სა,
დინ−ჯი, გა−ნა ფუს−ფუ−სა,
ბოს−ტან−ში−ა, სა−დი−ლობს,
წვი−მი−ან−შიც ნა−დი−მობს.
კომ−ბოს−ტოს წვნი−ან ფო−თოლს
შე−ექ−ცე−ვა ხრა−მუ−ნით,
მე−რე რა, თუ−კი წვი−მა
მო−დის, ას−ხამს შხა−პუ−ნით.
უ−კა−კუ−ნებს კუს ბა−კანს,
თუმც წვე−თიც ვერ გა−ა−ტანს,
-წვი−მავ, შხე−ფებს ნუ ახ−ლი,
ზურ−გით და−აქვს კუს სახ−ლი!
ბოს−ტან−ში სახ−ლიანად
შე−პა−რუ−ლა, სა−დი−ლობს,
წვი−მა სულ არ ა−დარ−დებს,
მარ−ტოდ−მარ−ტო ნა−დი−მობს.
წვი−მავ, წვი−მავ, წკრი−ა−ლავ,
ჩქა−რა გას−წი ცის კი−დეს!
ბოს−ტანს არ გა−ე−კა−რო,
რაც არ უნ−და გი−ჭირ−დეს!
დინ−ჯი, გა−ნა ფუს−ფუ−სა,
იქ კუ სახ−ლობს კუს−კუ−სა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დევთამჟლეტიკობამ ხისგან გამოთალა მშვენიერი ხმალი: -ბაყბაყდევი სად ბრძანდება,- ის ლაჩარი, მხდალი? გამობრძანდეს, თუ ბი...სანტას საჩუქარიდილით ტკბილად გამაღვიძა, ბებიკონამ მკოცნა, მკოცნა, ახალი წლის მობრძანება გოზინაყით მომილოცა. ნაძვისხესთან...ბეღურამიწას თოვლი ეფინა, სუსხი იყო, ციოდა, ციდან თოვლის ფანტელი ხვავრიელად ცვიოდა. მინდვრებს, ტყეებს, მდელოებს ...ჩემი თბილის-ქალაქისიხარულის ალაგი, ახდენილი არაკი, მზემ დალოცა ჩემი თბილის-ქალაქი! აქ ქუჩებიც მღერიან, როგორც ზღაპრის ფერია...ქარიქარი დაჰქრის შარა-შარა, მთა და ბარი გაამწარა. აქეთ ეცა, იქით ეცა, გადაიქცა ლამის მხეცად. ეცა ტყემალს, ეცა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026