kids.ge logo

კუ წვიმაში სადილობს

ფავორიტებში დამატება

პა−ტა−რა კუ-კუს−კუ−სა,
დინ−ჯი, გა−ნა ფუს−ფუ−სა,
ბოს−ტან−ში−ა, სა−დი−ლობს,
წვი−მი−ან−შიც ნა−დი−მობს.
კომ−ბოს−ტოს წვნი−ან ფო−თოლს
შე−ექ−ცე−ვა ხრა−მუ−ნით,
მე−რე რა, თუ−კი წვი−მა
მო−დის, ას−ხამს შხა−პუ−ნით.
უ−კა−კუ−ნებს კუს ბა−კანს,
თუმც წვე−თიც ვერ გა−ა−ტანს,
-წვი−მავ, შხე−ფებს ნუ ახ−ლი,
ზურ−გით და−აქვს კუს სახ−ლი!
ბოს−ტან−ში სახ−ლიანად
შე−პა−რუ−ლა, სა−დი−ლობს,
წვი−მა სულ არ ა−დარ−დებს,
მარ−ტოდ−მარ−ტო ნა−დი−მობს.
წვი−მავ, წვი−მავ, წკრი−ა−ლავ,
ჩქა−რა გას−წი ცის კი−დეს!
ბოს−ტანს არ გა−ე−კა−რო,
რაც არ უნ−და გი−ჭირ−დეს!
დინ−ჯი, გა−ნა ფუს−ფუ−სა,
იქ კუ სახ−ლობს კუს−კუ−სა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პეპელამ ყვავილებისგან ბარათი მიიღოსადა ხარ, გოგო ლელაო, შენ გელოდებით ყველაო! ნექტრად ვაგროვეთ, განდეთო, საუზმე მოგიმზადეთო! სულ შენ გახსენ...ჩვენი სახლი, ჩვენი ოჯახი-რასა აქვს კედლები მტკიცე, კარი, ფანჯარა, კიბე? გარშემო აივანი, მოაჯირები ხისა, ლამაზი სახურავი, ოთახებს ...მრავალ ახალ წელს!მრავალ ახალ წელს! მრავალ ახალ წელს! შეგებებოდეთ ღიმილით, ტკბილად! მრავალ ახალ წელს გაგთენებოდეთ ბედნიერი ...ზარიმხიარულად რომ გვეძახის, ეს ჩვენი სკოლის ზარია! წკრიალით გვიხმობს სკოლისკენ, ავდარია თუ დარია. ჩვენც სიხარ...დაზუზუნებს ფუტკარიმე პატარა ფუტკარი ვარ, შენ-პატარა ყვავილი, გაზაფხულის მეგზურობა ნუ გგონიათ ადვილი. მე მთელი დღე დავზუზუნე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026