kids.ge logo

კუ წვიმაში სადილობს

ფავორიტებში დამატება

პატარა კუ-კუსკუსა,
დინჯი, განა ფუსფუსა,
ბოსტანშია, სადილობს,
წვიმიანშიც ნადიმობს.
კომბოსტოს წვნიან ფოთოლს
შეექცევა ხრამუნით,
მერე რა, თუკი წვიმა
მოდის, ასხამს შხაპუნით.
კაკუნებს კუს ბაკანს,
თუმც წვეთიც ვერ გატანს,
-წვიმავ, შხეფებს ნუ ახლი,
ზურგით დააქვს კუს სახლი!
ბოსტანში სახლიანად
შეპარულა, სადილობს,
წვიმა სულ არ ადარდებს,
მარტოდმარტო ნადიმობს.
წვიმავ, წვიმავ, წკრილავ,
ჩქარა გასწი ცის კიდეს!
ბოსტანს არ გაკარო,
რაც არ უნდა გიჭირდეს!
დინჯი, განა ფუსფუსა,
იქ კუ სახლობს კუსკუსა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცეკვაჩამოუარე მდელოზე ლამაზო ცეკვავ, ქართულო! მიამბე საქართველოზე, ზღაპრულო ცეკვავ, ქართულო! დაისხი, ფრთები და...შემოდგომამ გაგვახარაშემოდგომამ გაგვახარა ზამთრის უხვი მარაგითა, ყურძენი გოდრით დაგვიდგა, ხილი კიდევ კალათითა. წელსაც თავი მოი...ასეთია ზამთრის ღამე- დღე უეცრად გაიპარა... მითხარ, ერთი, რა მოხდა? -ღამე მეტად გაიზარდა, დღე კი მეტად დამოკლდა. -ადრიანად ჩა...ირმები მთიდან ბარში ჩადიანეს ზამთარი მეთოვლია იცით, ზოგჯერ როგორია? პირქუში და ღრუბლიანი, ქარიანი, სუსხიანი... მოჭრაჭუნეთოვლიანი, მ...ზამთარიწვიმა, თოვლი, ავდარი... აი, ესეც ზამთარი! ყინვა დადის კარდაკარ, სუსხი დააქვს ქარდაქარ, მიწა თოვლმა დაჰბურ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026