kids.ge logo

კახა მიდის სკოლაში

ფავორიტებში დამატება

ნაბანა, ანაბანა,
დედამ წიგნი მომიტანა, -
კობის დედანა,
საქართველოს მზე და რწმენა.

-მუდამ გქონდეს ამ დღის ხსოვნა!-
კოხტა ჩანთა მისახსოვრა.
შემომცინის ბებო თანაც:
-ბიჭი უნდა შენისთანა!

სკოლისკენ მიმაცილებენ
გოგა, კობა, თაკო, ლელა...
მოსწავლე რომ გავხდი უკვე
ხარია ყველას, ყველას.

-აბა, შვილო, გვასახელე!
დედიკონა მკოცნის ტკბილად,-
ყოჩაღე, გაზარდე
ქვეყნის სასახელო შვილად!

ჩემი ქვეყნის მზე დამნათის,
ოქროსფერი სხივით მლოცავს:
-ასახელე საქართველო,
დიდი ბიჭი გახდე როცა!

სკოლისკენ მიმაცილებენ
საქართველოს ლურჯი მთები,
ჩემი ქვეყნის სიყვარულმა
გამომასხას ლამის ფრთები.

სიხარულით შევისწავლი,
ჩემი ხალხის ანაბანას,
მთელ ქვეყანას ვათქმევინებ:
-ყოჩაღ, ქართველს ამისთანას!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზაფხულის მზიანი დილაა!ბავშვი-სად მიზუზუნებ, ფუტკარო, საით იჩქარი ამ დილით? ფუტკარი-ყვავილის ტკბილი წვენია ჩემი საუზმეც, სადილიც...ზაფხულირა კარგია ზაფხული,- გარუჯული დღეები, მომღერალი ჩანჩქერი, ჩრდილიანი ტყეები, ჭრიჭინების ჭრიჭინი, ჩიტუნების ...ჩიტუნამ იას უმღერაიასა, ია-იასა, მშვენიერ გოგონიასა, ლურჯი კაბა რომ აცვია, მორცხვად თავდახრილს, პაწიას... მზემ დაურწია აკვა...და-ძმადელასა, დელი-დელასა, გოგოსა ცუგრუმელასა უყვარს თავისი ძამიკო, უნდა, რომ კარგი და იყოს, მზეცა და მთვარეც, ...კიდევ ერთი ქართველიყველამ გულით გაიხარა,- ციდა ბიჭი დაიბადა! სიხარულით გაიბადრა მშობლიური მთა-ველი,- შეეძინა საქართველოს კიდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026