kids.ge logo

ნ - ამგალა

ფავორიტებში დამატება

ერთ დილასაც რომ გათენდა,
ცელქი გოგო ნინო
ადრინად გაშურა
ტყეში სასეირნოდ...
ნიავმა რომ დაბერა
და გაფანტა ნისლი,
დანახა შავი ჩიტი
ჩამოვარდა მის წინ.
ნინომ ხელში აიყვანა,
მოფერა ნაზად,
გასინჯა ტანი, ფრთები,
არ სტკიდა არსად,
მაგრამ ფრენა არ შეეძლო,
ძლივს მიცოცდა წყალთან.
„რატომ ვერ ფრენ, გენაცვალე,
რით გიშველო,
რა ვქნა?!“
ვეტექიმთან წაიყვანა
ბოლოს ჩიტი ნინომ,
„იქნებ რამე გაგოთ და
იქნებ მომირჩინოთ!“
„ეს ნამგალა ჩიტი არის!“-
გაღიმა ექიმს,
სულ ცაშია და ვერ დადის
სუსტი, მოკლე ფეხით.
ფრენის დროს ჭამს,
ფრენის დროს სვამს
და მრავლდება ცაში,
თუ მიწაზე ჩამოვარდა,
ძლიერ უჭირს მაშინ.
ხელით უნდა ააფრინო,
ისროლო მაღლა,
მხოლოდ ასე გაფრინდება
და მთებს გადალახავს.
ნინომ გულით გახარა,
მერე ჩიტუნი
მაღლა ცისკენ გატყორცნა და
ხელიც დაუქნია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჟ - ეროდღეს სამეფო ჟეროს, ულამაზეს ფრთოსანს, განა თვითმარქვიას, ნამდვილ გვირგვინოსანს, ვაჟი შეეძინა - თეთრპერანგ...ღ-აჟოის არ არის ღუნღულა, არც ღუღუნი არ იცის, ღაჟოს უნდა იცნობდეს ყველა ბიჭი - რაინდი! თუ ოცნებობ რომ გახდე მონ...ლ - აკლაკი„ქალაქობანას“ თამაშობს ლაკლაკის მთელი ოჯახი. ჩამოირიგეს ფურცლები, კალამიც ყველამ მონახა. ქალაქი „ლ“-ზე ლო...მეგობრები წაიჩხუბნენეს ამბავი მოხდა ტყეში... ტყე არც ისე უღრანია, ალაგ- ალაგ პანტის ხე დგას, უფრო მეტად ,მუხნარია, თუ ჭალისკე...ს - ირაქლემაის აფრიკის მშვენებაა, ჩიტია და აქლემს მოჰგავს, სულ არ იცის ცაში ფრენა, სირბილში კი თავს არ ზოგავს. გადაწო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026