kids.ge logo

მუმლი მუხასაო

ფავორიტებში დამატება
მუმლი მუხასა
გარს ეხვედაო,
მუმლი ჰქრებოდაო,
მუმლი წყდებოდაო,
ხე არ ხმებოდაო.
მუმლი მუხასა
გარს ეხვედაო,
მუხა დამძიმდაო,
წყალში ჩავარდაო.
წყალი შეგუბდაო,
ნაპირს გადვიდაო,
მუმლი შეწუხდაო,
მალე დაიხრჩვაო,
მუმლი დაიხრჩვაო,
მუხა გადარჩაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კარგი ვარ, იმას ნუ იტყვიკარგი ვარ, იმას ნუ იტყვი, თავს ნუ დაუწყებ ქებასა, კარგი ჩვენც მოგვეწონება, ცუდი, არც თავის დედასა....თამარ მეფესთამარს უამბო დედამა: „შვილო, სიზმარი ვნახეო, საწუთროს ჯამში ჩავხედე, ქვეყანა დავინახეო, - შენ იყო მთელი ხ...თხას უთხრეს, მგელი მამკვდარათხას უთხრეს, მგელი მამკვდარა, თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა, თხაო, რა გაგხარებია, განა სამგლეთი დაიქცა?! იმას ...ვახტანგ მეფევახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, ციდან ჩამოესმა რეკა, იალბუზზე ფეხი შედგა, დიდმა მთებმა იწყეს დრეკა....არ გათეთრდება ყორანიარ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა. მტერნი არ შეგვიბრალებენ ტირილითა და ვიშითა....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026