kids.ge logo

ჟ - ერო

ფავორიტებში დამატება

დღეს სამეფო ჟეროს,
ლამაზეს ფრთოსანს,
განა თვითმარქვიას,
ნამდვილ გვირგვინოსანს,
ვაჟი შეძინა -
თეთრპერანგა ჟორა,
მამას სიხარულით,
ტანში შეაჟრჟოლა.

ღარ დასჭირდება,
ჟეროს ამ წყლის ნაყვა,
ნისკარტად აქვს კოვზი
და ქოჩორიც დაჰყვა.
დაეპკურა თავზე
ცით ჟუჟუნა წვიმა,
თავის ნისკარტიდან
ბჟიტს საჭმელი მისცა.

მერე ცოლს მიმართა:
„დედოფალო ჟანა,
მინდა შენთან ერთი
თხოვნა გავაჟღერო...
ვიზემოთ კარგად,
ბაყაყები დავკლათ,
მოვიწვიოთ სტუმრად
ვარდისფერი ჟერო,
მხირული ხმებით
ეს ტბა ავაჟღეროთ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წ - ერო გვირგვინოსანიწითელი წიგნიც ვისწავლოთ, სიმდიდრე მთის და ბარისა, ამ წიგნში წერენ მათ სახელს, ვინც ყველამ უნდა დავიცვათ დ...ჭ - ინჭრაქაჭინჭრაქა თავის კოხტა კუდს მარაოსავით დააქნევს, ღობეში უყვარს შეძრომა და ღობემძვრალა დაარქვეს. იტყვიან: ჭი...ქ - არიშხალაქარიშხალა ჰქვია ამ ჩიტს და ქარდაქარ დაქრის ჩქარა, გადასერავს ოკეანეს, სულ არ იცის რაა დაღლა. წინასწარ გრძ...მ - ოლაღურიმოლაღური ფრთამალი, მალმალ მოქრის მაღლიდან, მას არა და ბევრ სხვა ჩიტს, ეს სისწრაფე დაღლიდა. აფრიკაში ატარე...მეგობრები წაიჩხუბნენეს ამბავი მოხდა ტყეში... ტყე არც ისე უღრანია, ალაგ- ალაგ პანტის ხე დგას, უფრო მეტად ,მუხნარია, თუ ჭალისკე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026