kids.ge logo

ირმები მთიდან ბარში ჩადიან

ფავორიტებში დამატება

ეს ზამთარი მეთოვლი
ცით, ზოგჯერ როგორია?
პირქუში და ღრუბლინი,
ქარინი, სუსხინი...
მოჭრაჭუნეთოვლინი,
მოჭახჭახეყინვინი,
ხან თოვს, ყინავს, ხან ქარია,
რადგან მკაცრი ზამთარია!
ყინულის ტახტს იდგამს ტყეში,
მოჰქრის ქარი, მოქაქანებს,
ღამე არის გათოშილი,
დღე, სიცივით მობაბანე.
ტყე იხსენებს ზამთრის მოსვლას:
-ფიფქებს ნაზად გვაფრქვევდაო,
ტკბილად გველერსებოდა,
თოვლის სამოსს გვაცმევდაო...
-ასე როგორ შეიცვალა!
მთას უკვირს და ტყესაც უკვირს,
-ზამთარს როგორ გაუძლებენ
რემი და მისი ნუკრი!
ყინვაში გამოზამთრება
ჭირს ნადირს, უჭირს ფრთოსანს.
გათოშილ ტყეს, არემარეს
გაყინული თოვლი მოსავს.
ამბავი გავრცელებულა:
ირმები წასულან ტყიდან,
ბარისაკენ მიწევენ
ჩვენი დათოვლილი მთიდან.
ქორბუდები, ფეხმარდები...
ნუკრებიც ხომ აქ არიან...
ირმის ჯოგი ბილიკს კვალავს,
ეს ხომ მთელი ლაშქარია!
-ზამთარს ასე თუ გავუძლებთ,-
ხან ყინვიანს, ხან ქარიანს,
-დახმარება ვის ვთხოვოთო?
-რა თქმა უნდა ადამიანს!
მედი რომ მიუძღვებათ,
ნეტავი, არ დაკარგოთ!
ნეტავ, ადამინები
ირმებს მართლა დაეხმარონ!
ტყემ წარბი არ შეხარა,
მოსმენილზე, დანახულზე,
-კეთილად გამოზამთრება!
გელოდებით გაზაფხულზე!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

წელიწადის ოთხი დრო
ეს ხომ წელიწადია!-
ესეც მისი ამქარი,-...
ანა ანბანს სწავლობს
არა გახარებთ განაო?-
ანბანს სწავლობს ანაო....
პატარა ბიჭები და კარატე
ჩვენი სახლის ბიჭუნებს
ძლიერ უყვართ კარატე,...
შემოდგომა
კალათებში ჩაალაგა
შემოდგომამ ხილი,...
წელო, წელო, ახალო!
ქარი ქრის. მზე თავს მალავს
ღრუბლის ფაფუკ უბეში,...
„ბალერინა“
ნახატის ავტორი:
ნია გინტური (რვა წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „ირმები მთიდან ბარში ჩადიან“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ირმები მთიდან ბარში ჩადიან“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

შხაპის ან აბაზანის მიღების სწავლება

ასწავლეთ ბავშვს რეგულარულად შხაპის ან აბაზანის მიღება, განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობის შემდეგ.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

ნახატის ავტორი:
ანნა მარია ცვარიანი (9 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ზამთარზე, ლექსები ბუნებაზე და ლექსები გარეულ ცხოველებზე

ინგა ქორდელი
ტყე

ინგა ქორდელი

მდიდარია ტყე
თავის ბინადრებით,...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ზამთარზე, ლექსები ბუნებაზე და ლექსები გარეულ ცხოველებზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ზამთარზე, ლექსები ბუნებაზე და ლექსები გარეულ ცხოველებზე

ლუარა ჭანტურია
პეპელა

ლუარა ჭანტურია

პეპელამ ფრთები გაშალა
და შეეგება ნიავსა,...
ვასილ გულეური
რკოს კაცუნა

ვასილ გულეური

დღეს პატარა ვერიკომ
მოაგროვა ტყეში რკო. ...
ანა კალანდაძე
მე ლამაზი მეგობარი მყავდა

ანა კალანდაძე

მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით......
ხათუნა გულიაშვილი
ბებია

ხათუნა გულიაშვილი

როგორ შემიძლია ბებო არ მიყვარდე,
როგორ დაგიკარგო ამაგი....
ლუარა ჭანტურია
ბატკანი

ლუარა ჭანტურია

ტყეში ისმის ბღავილი
სულ პატარა კრავისა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025