kids.ge logo

გაზაფხული

ფავორიტებში დამატება

დღეს მერ−ცხა−ლი შე−მოფ−რინ−და, -
ჭიკ−ჭი−კი−თა გად−მომ−ძა−ხა:
“გა−ზა−ფხუ−ლი! გაზაფხული!”
გულს ი−მე−დი და−მე−სა−ხა.
მივ−დექ სარკ−მელს, გად−ვი−ხე−დე,
ა−რე−მა−რე მესხ−ვა−ფე−რა! -
სა−სო−ე−ბამ ფრთა გა−შა−ლა,
გულ−სა მკრა და ა−მიძ−გე−რა!
სუ−ნი მე−ცა გა−ზა−ფხუ−ლის,
უც−ნა−უ−რი ვიგრ−ძენ ძა−ლი...
ვსთქვი, თუ: “გულ−სა რა−ღად ვი−ტეხ?
ახ−ლოს ა−რის მო−მა−ვა−ლი!
“მო−ვესწ−რე−ბი, რაც მინ−დო−და
ზამთ−რი−სა−გან და−ჩაგ−რულ−სა:
ვნა−ხავ ქორ−წილს ბუ−ნე−ბი−სას,
გა−ვი−გო−ნებ მის მაყ−რულ−სა.
“დავყ−ნოს ვარდ−სა გა−დაშ−ლილ−სა,
ვუჭვ−რეტ ნა−ზად დახ−რილ ი−ას
და ბულ−ბუ−ლიც გა−მა−გო−ნებს
მი−სე−ბუ−რად “ტი−ა, ტი−ას!”

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ღმერთო, წვიმა მოიყვანეღმერთო, წვიმა მოიყვანე წითელი და შხაპუნაო, რომ გავიდეთ სამუშაოდ და დავსძახოთ “ჰოპუნაო!” რომ ქალებიც გვერდ...ქართველი ქალირაღა გითხრა მე საბრალომ შენ, შვილების დამკარგავსო!” ქალმა უთხრა: “სუ!.. არ გკითხავ! ჯერ მითხარი შენ ესაო:...სურვილიმინდა, რომ ჩემსა სატრფოსა ვხედავდე თავისუფალსა, რომ ძალით ვერ აშინებდენ, ვერც ნებით უხვევდენ თვალსა!.. მი...ხარაბუზა და ფუტკარიხარაბუზა ფუტკარს შეხვდა, მიაძახა: “გზა მომეო! ვერ მიცანი, განა, ვინც ვარ? როგორ გამეთამამეო? “თუ ვერ ატყო...სატრფოსმშვენიერო, შენ გეტრფი, შენი მონა ერთგული, შენთვის სულდგმულს, შენგანვე, შენთვის მიძგერს ეს გული! მეგულები ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026