kids.ge logo

მეცამეტე გოჭი

ფავორიტებში დამატება

დაბადნენ გოჭები,
ლოტოს მრგვალი კოჭები
და დინგების ცეცებით
დედის ძუძუს ეძებენ.
დედა ღორი ღრუტუნებს:
-დაცავით რიგი,
ვინც პირველი დაბადა,
წინ შეჭამს იგი!
ერთი, ორი, სამი, ოთხი,
ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა,
ძუძუს წოვენ გოჭები
გვერდულად და ირიბად.
ცხრა, ათი და ჰა, კიდევ
თერთმეტი და თორმეტი,
სულ თორმეტი ძუძუ აქვს,
არ სჭირდება ღორს მეტი.
მაგრამ ეს რა ხმა ისმის,
დედა ღორს ვინ ფხოჭნის?
-თურმე დაბადებულა
მეცამეტე გოჭი!
ხუტება და-ძმებს,
ძებს ძუძუს და რძეს.
დედა ღორი დარდობს:
-დარჩა გოჭი მარტო.
მაგრამ ჩვენმა გოჭებმა,
ლოტოს მრგვალმა კოჭებმა,
წრიპა მეცამეტე
განა გამეტეს?
თქვეს:- ღორები კი არ ვართ,
რაფერი მოგვრჩეს,
დანდობას და სიყვარულს
ვინ გვასწავლის გოჭებს!
დები სითბოს გავუყოფთ,
სარჩოს მივცემთ ძმები,
სე ტკბილად ვიქნებით,
სანამ გავიზრდებით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყურებპანტურა ლიტერატორიჩვენს ჩოჩორს , ყურებპანტურას, არ უყვარს ლიტერატურა. გადაჰყვა ტლინკვა-ღლიცინს, დადის ჭკუაზე კვიცის. თუ გაო...აჯაჯული დაჯაჯულიაჯაჯული, დაჯაჯული, მუდამ შარვალჩაჩაჩული დადის ერთი ბიჭი, ბაჯღად შეკრულ პერანგიდან უჩანს მუცელ-ღიპი. წინდა...გათვლაგათვლას ვიწყებ:ერთი, ორი, ბილიკზე დევს დიდი მორი. გადაახტა ყანჩა, მორი უკან დარჩა. იხვიც ვაგლახ-ჯაფითა დი...წელი რომ მოვა ვირთხის–ჩემზე ლექსს, აბა, ვინ დაწერს?- ტირის პატარა ვირთხა, _ თურმე არავის ვუყვარვართ, დილით ბაბუამ მითხრა. ამშვ...ყოჩაღი სპიკიმიფრთხილდება დედიკო, მუდამ ჩანთით დავყავარ, ეშინია, რამე არ დამიშავოს აფთარმა. ვეფხვმა არ მიღრიალოს, ან ლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026