kids.ge logo

აბა, გამოიცანი

ფავორიტებში დამატება

წუხელ კოღომ ჩემს ყურთან
რომ გაბა წული,
მართალი თუ ტყული?

ფისოს ხეზე ასვლაში
რომ არა ჰყავს ბადალი,
ტყული თუ მართალი?

ძროხამ პირი დაღო,
ჰო და, მორთო კაკანი,
ტყული თუ მართალი?

ხარი რომ გაბრაზდება,
მაშინ იცის ღმული,
მართალი თუ ტყული?

ვაშლის ხე ამოვიდა,
როს დავთესე ნათალი,
ტყული თუ მართალი?

დედა მომენატრაო,
ხბომ დაწყო ზმული,
მართალი თუ ტყული?

ძალზედ გემრილი
ბალი, მარწყვი, გარგარი,
ტყული თუ მართალი?

სისწრაფეში, იცოდეთ
კუს არა ჰყავს ბადალი,
ტყული თუ მართალი?

ზოგჯერ გამოქვაბულში
მოისმის წყლის შული,
მართალი თუ ტყული?

თევზი რომ დავიჭირე,
ხელში იწყო ფართხალი,
ტყული თუ მართალი?

ნამცხვრისათვის გვჭირდება
ხარისხიანი ფქვილი,
მართალი თუ ტყული?

ვადმყოფობისაგან
წყილი არის გამხდარი,
ტყული თუ მართალი?

მგლისთვის დალოცნი
ღმერთს, რატომღაც ყმული,
მართალი თუ ტყული?

ამბობენ, რომ ქათამი
ფრინველია ფრთამალი,
ტყული თუ მართალი?

დავალება რომ დავწერო
დამჭირდება მე ბარი,
ტყული თუ მართალი?

სანელებლებს ეკუთვნის
მიხაკ-დარიჩინ-ილი,
მართალი თუ ტყული?

საკრავებში ითვლება
დოლი, დარა და თარი,
ტყული თუ მართალი?

ჩავამწყვდიე ჭიქაში,
ბუზმა მორთო ბზული,
მართალი თუ ტყული?

ქართველს უნდა უყვარდეს
საქართველოს მთა-ბარი,
ტყული თუ მართალი?

გუშინ ბიჭი გავიცანი
და მას ერქვა ული,
მართალი თუ ტყული?

ლოდი ძლიერ რბილია,
ბამბა კიდევ მაგარი,
ტყული თუ მართალი?

გაკვეთილი იწყება
და გვეძახის ჩვენ ზარი,
ტყული თუ მართალი?

სკოლაში საჭირო
თოხი, ნაჯახი, ბარი,
ტყული თუ მართალი?

თივის შესაგროვებლად
დაგვჭირდება ფიწალი,
ტყული თუ მართალი?

ცხოველებში ჟირაფი
ყველაზეა მაღალი,
ტყული თუ მართალი?

ვერცხლის კოვზი უცებ ტყდება,
პლასტმასია მაგარი,
ტყული თუ მართალი?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბალი და ლალიხის წვეროზე შერჩენილა, ერთი მუწა ბალი და იმ ბალის შეჭმის სურვილს შეუპყრია ლალი. ხეზე ასვლა უნდა, მაგრამ ე...* * *გაზარმაცდა ჩვენი ფისო, აღარ იჭერს თაგვს, უთაგვობას ვუმადლოდეთ, უნდა ყურშა ძაღლს. ფისო, ცოტა გამოცოცხლდი, ...ოხერი ფისოფისუნია, ფისო სახურავზე ზისო, მოდი, კიბე მივუტანოთ, ვეღარ ჩამოდისო. ფისოს კიბე რაღად უნდა? შენ არ იცი ცის...* * *ლევანიკოს მოეწონა, პაწაწინა ფუტკარი, -დედა, უნდა მოვეფერო, არ მიკბინოს უთხარი. მერე სახლებს ავუშენებთ მე,...პატარა ვაჟკაცის ფიქრები მიყვარს საქართველო ძლიერ, მინდორ–ველებით, მთით, ჯერ პატრა ვარ, მამულს რით გამოვადგე, რით? ჯერ არ შემიძლია...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026