kids.ge logo

მრავალ ახალ წელს!

ფავორიტებში დამატება

მრავალ ახალ წელს!
მრავალ ახალ წელს!
შეგებებოდეთ ღიმილით, ტკბილად!
მრავალ ახალ წელს გაგთენებოდეთ
ბედნირი და ლამაზი დილა!
მრავალ ახალ წელს
გვენახოს ცაზე
მზის დიდებული ამომაღლება,
ბავშვების ხმებმა ისე აავსოს,
იჟრიმულონ ჩვენმა სახლებმა!
მრავალ ახალ წელს გაგვითბოს გული
ამ ცამ, ამ მიწამ, ამ მთამ და მდელომ!
მრავალ ახალ წელს გვეთქვას ჩურჩულით:
-ჩემო მშობელო, ჩემო გამზრდელო...
რა ლამაზი ხარ,
ჩემო სამშობლოვ!
მრავალ ახალ წელს
შენ- საქართველოვ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026