kids.ge logo

სკოლაში

ფავორიტებში დამატება

ყოველ დილით სკოლისაკენ
მივდივარ და მიხარია -
ჩემი მასწავლებელი და
მეგობრები - იქ არიან!
ერთად ვსწავლობთ წერა-კითხვას,
სულაც არ ყოფილა ძნელი.
ასო-ასო, მარცვალ-მარცვალ
გავიწაფეთ თვალიც, ხელიც.
რა კარგია, ლამაზ წიგნებს
წავიკითხავ სულ, სულ მალე.
ეს კი ნიშნავს, რომ ძალიან,
ჰო, ძალიან გავიზარდე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026