kids.ge logo

იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ

ფავორიტებში დამატება
იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ...
იმგვარადვე მდევ... იმგვარადვე მკლავ.
ო, როგორ მომწყურდი! მწუხარეა დღე.
იმგვარივე ცა. იმგვარივე ხე...

გივ ქარი დაჰქრის. იღუნება ბზა.
იმგვარივე მზე. იმგვარივე გზა.
ძლიერ... ძლიერ... ძლიერ... ვეტყვი ზენა ქარს
იმგვარივე ხმით იმგვარსავე ზარს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

განახლდა გულიგანახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ რაც უწინ ვიყავ... ფერი ვიცვალე... გზა დამილოცე, შავო ბურუსო, წყეულო ღამ...მერიშენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი! მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა, სანდომიან ცის ელვა და ფერი მწუხარე იყო...მარმარილოაჰყვე კიბეებს - სადაც სფინქსი ქვებს ეფერება, და შიშში გრძნობდე, რომ ახლოა ბედნიერება, - ოჰ! რამდენია სიცო...აკაკის ლანდიმდუმარე მხარეს შორი მთებისას დაჰხარის ღამე და ანდამატი. იქ, როგორც ლანდი მწუხარებისა, გამოჩნდა მაღალ პოეტ...ხელოვნებავის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით, დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით? გადიარეს გრიგალე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026