kids.ge logo

ეს მშობლიური ქარია

ფავორიტებში დამატება
I

შავმა ნისლმა დანისლა
მთები დაღესტანისა,
მართნენ კოშკები
ცისა და ნესტანისა.
გახსოვს? ტოტი ქარისა
ქანებდა მთვარესა...
“ნეტა ახლა სადა ხარ
და რომელსა მხარესა”.
მგლოვირე ბინდებით
ბურება ყვარელი,
ვაზით და სიმინდებით
მიდის გზა საყვარელი:
ჩანს შორეულ ჩრდილების
კიდეებზე მონთება
და ომგადახდილების
ოხვრა მომაგონდება.
შავმა ნისლმა დანისლა
მთები დაღესტანისა,
ცემიან კოშკები
ცისა და ნესტანისა.

II

ეს მშობლირი ქარია.
ეს სოფელია მძინარე.
არ ვიცი, რად მიხარია:
ვაზი, ყანები, მდინარე.
დღემ ნისლი შემოიხვია,
გზაც სირულმა დალია,
ის - ძველისძველი ციხეა,
იქ კიდევ წინანდალია.
წინანდალს ვაზი ამშვენებს,
ახმეტას - ვაშლი წითელი.
როგორ რთავს, როგორ აშენებს
კიდობის მკიდელი.
იქ ტყეა მთვარით ქსოვილი,
ვით ლოენგრინეს სიზმრი,
ლაჟვარდით გადათოვილი
და ვერცხლით ნათილისმარი.

III

შუქი გაშალა,
წყალი დაფერა,
სიო დაბერა,
ჩალა გაიჩალა,
სიზმარს აბარი
ველი შენაფერი...
ახლა ყველაფერი
ოქროს ზღაპარია.
არც ხმა, არც ჩურჩული,
ბინა - მინაგნები,
თვალებდალურჯული
თრთიან იალქნები.
ძილი მეგონება:
ცებ ქასიდან
მთვარემ ამოზიდა
ლურჯი მოგონება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მაინც დავიმსახურემთვარემ ღამე გაათია, კრთება შუქთა დინება, ღამის სამი საათია, შენ კი არ გეძინება. გავაცურეთ სადღაც ნავი სა...უსიყვარულოდუსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრშება სასიხარულოდ... უსიყვარულოდ არ არსებო...გულო, რა გემართება?შემოდგომის ყვავილებს დიდებასთან მივიტან, ერთი შორი ოცნება მახსოვს ძველ მოტივიდან. ვარდები არ არიან, მაგრა...მეოცნებე აფრებითსად ოდესმე მეოცნებე აფრებით, ათასფერი იმედით და ზაფრებით, აგასფერის მიმოჰქროდა ხომალდი, მეზღვაურის სულთან...ბრმა ცალი თვალითმან დაიბრმავა ეს თვალი განაგებ და ამნაირად გახდა ცბიერი, მეორე თვალში არის განგება: მეტი სიმკაცრე და სიძლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026