kids.ge logo

ხულიგანი

ფავორიტებში დამატება
ყო ქორწილი ორისა,
შევარდნისა და ქორისა,
მოფრინდა მართვე არწივთა,
თამადად დაჯდა ყანწითა,
გვერდით მოისვა ხოხობი,
ტუჩმოთხუპნილი ანწლითა.
მოვიდა ბატი ბუტია,
თეთრი, ვით ბატიბუტია.
მერე მოვიდა ჩოჩორი,
შუბლზე დაყრილი ქოჩორით,
მოფრინდნენ შაშვი, კაკაბი,
რა ფარჩითა და რა კაბით.
ჩხიკვი, კოდალა, ტოროლა
და განა თითო-ოროლა...
ცებ მოვარდა მოზვერი,
სტუმრები მიჟვერ-მოჟვერა,
ვერ იქცედა უძრახად,
ჩოჩორს სულ ვირი უძახა,
ბღავლა: - მე ვარ ხარია! -
ქორწილი არივ-დარია.
ჩოჩორმა ერთხანს უთმინა,
მერე მოთხარა სარია,
იმდენი ურტყა ხულიგანს,
წაღეს ცოცხალმკვდარია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქეთინოს ვედრება მზისადმიმზეო, დაბრუნდი, დაბრუნდი, ნუ ჩაეშვები ზღვაში. ზღვას ცეცხლი წაეკიდება, ჩემი მამა ზის ნავში. იმას რომ რამე ...შეჯიბრინოდარიკოს და მაიკოს აქვთ კამათი და დავა. ამ ზაფხულს დასასვენებლად ვინ სად და როდის წავა. მაიკომ უთხრა: - ...სილამაზეარა შრომით და გარჯითა, როგორც პატარა ნარჩიტა, ფარშევანგი და ხოხობი თავს იწონებენ ფარჩითა... ეზოში წარამარ...ვაი დედასა!ტყეში გაისმა კიკინი, შეიძრა მთები სურების, კუჭგამომხმარმა ტურებმა გამოიფხიკეს ყურები. სოროებიდან გამოძვრნ...ვარადავარადა, ბიჭო, ვარადა, უკვე აღარ ვარ ავადა, დედიკომ ძალით შემასვა წამლები მთელი კარადა. კენჭივით ბიჭი ვიზრ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026