kids.ge logo

ბერა საზანდარს როცა მომართავს,

ფავორიტებში დამატება
ბერა საზანდარს როცა მომართავს,
შენ სევდა გიპყრობს გაგონარი,
ჩად აიშლება გუნდი ყორანთა,
ლეშის საძებრად წავა ყორანი. . .
მგლისფერ ღრუბლებში გმინვა მოისმის
და ქარიშხალმაც მოითქვა სული. . .
მარტო რად დგახარ, როგორც ონისე,
შეგინებული და შერისხული?
ბერა საზანდარს როცა მომართავს,
სევდა რად გიპყრობს გაგონარი?
უ, აფრინდა გუნდი ყორანთა,
ვაი, ვის გულმკერდს დაფლეთს ყორანი?.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაოშენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო, შენ ისე ღრმა ხარ... სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა ვერავინ ნახა: ვერც...არაბი ხარ?დგახარ ქუჩის განაპირას, ვარდებს ჰყიდი... - ჩემო კარგო, არაბი ხარ? - იეზიდი... როგორც ია თავდახრილი ბუჩქის...შემოდიოდა ჩვენში კალანდადა მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს, სერებს თოვლიანს.... ხმობდა ქათამი გურიის სოფელს, ყეფდა თოლია.... იდგა ბერმ...აჰა, მაცდური აქაც შემომყვა...აჰა, მაცდური აქაც შემომყვა, დამიხვდა აქაც: და მოზეიმე ჩამიქრა სული, ყოველი გაქრა - მზის ბრწყინვალებაც, ლა...მოდიოდა ნინო მთებითლურჯ მწვერვალებს ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა... და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ, თოვლი იდო ჯავახეთის მთა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026