kids.ge logo

იმერული ნანინა

ვუძღვნი საბატონო ყმების ახალშობილ შვილებს

ფავორიტებში დამატება
გა−პუ−ტუ−ლო გლე−ხის შვი−ლო, შენ პა−წა−წი−ნა−ო!
აგ−რე ტკბი−ლად, უ−დარ−დე−ლად რამ და−გა−ძი−ნა−ო?
დე−დის მკერდ−ში მი−გიგ−ნი−ა შენ ტკბი−ლი ბი−ნა−ო...
და−ი−ძი−ნე ვარდო-ნანა, იავ-ნა−ნი−ნა−ო!...

დე−და ე−ტყვის: “გე−ნაც−ვა−ლოს შე−ნი მშო−ბე−ლი−ო,
ძუ−ძუ−ებ−ში ჩა−გივ−ლი−ა პა−წა−წა ხე−ლი−ო!
შენს ვაჟ−კა−ცო−ბას მო−მასწ−რებს მე ღვთისმშო−ბე−ლი−ო,
მამიშე−ნის ბე−დის არ ხარ, შენ სხვა ბედს ე−ლი−ო:

შე−ნი ვარსკვ−ლა−ვი სხვა ა−რის! - ბედ−მა გი−ცი−ნა−ო!
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნა−ნი−ნა−ო!...

ღმერთს შე−ნი ბედ−ნი−ე−რე−ბა წი−ნეთ უ−სა−ხავ−სო,
შენც მის ნაცვ−ლად ემ−სა−ხუ−რე, ნუ−რას ი−ზამ ავ−სო,
დე−დას თმას ნუ მა−წე−წი−ნებ, ნუ ჩა−მაც−მევ შავ−სო!
სხვებ რა გი−ჭირს: ხომ შე−ი−ტყვე, ბა−ტო−ნი არ გყავ−სო!

რისთ−ვის შეკრ−თი? მარ−თა−ლი−ა!... რამ შე−გა−ში−ნა−ო?
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნა−ნი−ნა−ო!...

გა−იზრ−დე−ბი, გე−ნაც−ვა−ლე, თა−ვი−სუ−ფა−ლი−ო;
ბა−ტო−ნი ვერ შე−გა−წუ−ხებს, ვერც გაგ−ტეხს ვა−ლი−ო;
შენს მტერ−სა და მო−შურ−ნე−სა და−უდ−გეს თვა−ლი−ო;
ჭი−რი−სა და ავ თვა−ლის−გან გიხს−ნის უ−ფა−ლი−ო!

ხომ გი−ა−მა, გე−ნაც−ვა−ლე! მან გა−გა−ცი−ნა−ო?
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნა−ნი−ნა−ო!...

დიდი-კაცის შვილს სკო−ლა−ში გვერდთ მო−უჯ−დე−ბი−ო;
ა−ბა შენ ი−ცი, ბი−ჭო−ჯან, რო−გორ ეც−დე−ბი−ო;
ძველ ბა−ტო−ნის შვილს სწავ−ლა−ში ნუ ჩა−მორ−ჩე−ბი−ო,
გლეხ−სა ნი−ჭი ა−რა აქვ−სო, არ ა−ფიქ−რე−ბი−ო!..

შე−ნი და−ჩაგ−რუ−ლი ძმე−ბი შენ უნ−და იხს−ნა−ო,
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნა−ნი−ნა−ო!...

ჩი−ნოვ−ნი−კე−ბიც ა−რი−ან ჩვე−ნი გამწ−ვა−ლე−ო:
ჩვენს საქ−მე−ზე რო−ცა მი−ვალთ, გვე−ტყვი−ან: “ხვალეო”,
და, ჩვენ რო−ცა დაგვ−საქ−მე−ბენ, მა−შინ კი - “მალეო!”
ა−მას შენ ვე−ღარ გე−ტყვი−ან, შენ გე−ნაც−ვა−ლეო,

რომ ვე−ღარ და−გიბ−რიყ−ვე−ბენ, თუ რომ თა−ვი სცნა−ო!
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნა−ნი−ნა−ო!...

პა−წა−წი−ნა ი−ა−დო−ნო და ვარ−დის კო−ნა−ო,
დღეს ხომ კარ−გად გა−ი−გო−ნე ჩე−მი ნა−ნი−ნა−ო?
და, თუ კარ−გად გა−ი−გო−ნე, ხომ მო−გე−წო−ნა−ო?
მაშ ნუ გძი−ნავს! გა−იღ−ვი−ძე! ი−ცან ქვე−ყა−ნა−ო!

შენც შე−ი−ტყვე ა−მა სოფ−ლის ცრუ გა−მო−ცა−ნა−ო!
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნა−ნი−ნა−ო!...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იუბილეეს ჩემს თავზე რა მოსულა? სადა ვარ? სიზმარია, თუ სასიზმრო ზღაპარი? ღარიბ-ღატაკს და ბნელში მყოფს აქამდე, ვი...პატარა ბიჭი ვიყავიპატარა ბიჭი ვიყავი, პატარა ბიჭუკელაო; “დაურჩი დედას, კარგი ხარ!” შემომნატროდა ყველაო. პატარა გოგო მიყვარდ...სურვილიმინდა, რომ ჩემსა სატრფოსა ვხედავდე თავისუფალსა, რომ ძალით ვერ აშინებდენ, ვერც ნებით უხვევდენ თვალსა!.. მი...ღამურაერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა, დასწყევლა თვისი გაჩენა, ბუნების იწყო მან გმობა: “იმ უსამართლო ბუ...გოდებაგულო, გლახ-გულო, დაგულო! რად ერთ წერტილზე ჩერდები? როგორც სხეული, შენც ისე არ სჭკნები?... არა ჰბერდები? რ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026