kids.ge logo

თვალს მიხვევენ...

ფავორიტებში დამატება
თვალს მიხვევენ, ენას მგლეჯენ,
და მაგდებენ საკირეში!
ურცხვად შვიდ-შვიდ პარასკევსა
მითვლიან მე ერთ კვირეში!

მამა-პაპის სწორ გზაზედა
სირულსაც კი მიშლიან,
მაგირად მათ მრუდ გზაზედ
ფიანდაზებს ფეხთ მიშლიან!

ვერ დავაგდებ ძველსა გზასა,
გინდა იყოს ეკლინი:
ვიცი, სხვებიც მომყვებიან
ჩემებრ შავბედ-ეტლიანი!

და თუ ვინმემ გადუხვი
და გადასდგა მრუდედ ფეხი,
გაუსკდეს მას დედამიწა
და დაცეს თავზედ მეხი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვაშლი და შაქარამაღლა ფოთლებში ელვარებს ვაშლი სისხლივით წითელი, მას აქეთ-იქით აქანებს სიო საამო და ნელი. დიდი ხანია შესცქ...ხანჯალსშენი ჭირიმე, ხანჯალო, რკინაო ხვარასნისაო, შენ ერთად-ერთო იმედო მტრისაგან გამოხსნისაო!.. გლესავ და გლესავ,...აღმართ-აღმართაღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა, სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა; მზემან სხივი მომაფინა მაშინა, სიცოცხლე...ქართველი ქალირაღა გითხრა მე საბრალომ შენ, შვილების დამკარგავსო!” ქალმა უთხრა: “სუ!.. არ გკითხავ! ჯერ მითხარი შენ ესაო:...პოეტიხან უგნური ვარ, ხან ბრძენი, ხან არც ისა ვარ, არც ისა! გარემოების საყვირი, არც მიწისა ვარ, არც ცისა. ნუ მკ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026