kids.ge logo

პატარა ბიჭი ვიყავი

ახალი სიმღერა

ფავორიტებში დამატება
პა−ტა−რა ბი−ჭი ვი−ყა−ვი,
პა−ტა−რა ბი−ჭუ−კე−ლა−ო;
“და−ურ−ჩი დე−დას, კარ−გი ხარ!”
შე−მომ−ნატ−რო−და ყვე−ლა−ო.

პა−ტა−რა გო−გო მიყ−ვარ−და,
პა−ტა−რა გო−გუ−ცა−ნა−ო;
ცა−ში ვარსკვ−ლა−ვიც არ ბრ−წყი−ნავს
ლა−მა−ზი ი−მის−თა−ნა−ო.

თა−ვი მოგვ−წონ−და ო−რი−ვეს,
გულს კა−რი ჰქონ−და ღი−ა−ო;
შიგ ჭიკ−ჭი−კობ−და ბულ−ბუ−ლი,
ვარ−დი ჰყვა−ო−და, ი−ა−ო.

გვე−გო−ნა, დაბ−ლა ქვე−ყა−ნა
მაღ−ლა ცით და−თაფ−ლუ−ლა−ო,
შიგ სიყ−ვა−რუ−ლი ნა−თე−სი
ჩვენს კარ−ზე ა−მო−სუ−ლა−ო!

თავ−ზე და−ვიდ−გით გვირგ−ვი−ნი,
მივ−დე−ქით საყდ−რის კარ−სა−ო;
მა−მა−სახ−ლის−მა დაგვ−ჩხავ−ლა:
- “მღვდე−ლო, რად სწერ−დი ჯვარ−სა−ო!

ნე−ფეს სალ−და−თად იწ−ვე−ვენ,
უნ−და მო−ხა−დონ ვა−ლი−ო;
სამ წლამ−დის ქვრი−ვად დარ−ჩე−ბა
ხემ−წი−ფის პატარძალიო”.

ავ−ტირ−დი პა−ტა−რა ბი−ჭი,
პა−ტა−რა ბი−ჭუ−კე−ლა−ო;
“ვა−ი შენს დე−დას, საბრალოვ!”
შე−მომ−ტი−რო−და ყვე−ლა−ო.

პა−ტა−რა გო−გოც ა−ტირ−და,
პა−ტა−რა გო−გუ−ცა−ნა−ო,
მაგ−რამ ჩემ დაბ−რუ−ნე−ბამ−დე
სხვა ნა−ხა ჩე−მის−თა−ნა−ო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ობოლიდედის ტკბილი რძის ჭირიმე! ძუძუებს ვენაცვალები!! ვინც მათი გემო არ იცის, ახვეული აქვს თვალები. ხელში ჩამიგ...თვალს მიხვევენ...თვალს მიხვევენ, ენას მგლეჯენ, და მაგდებენ საკირეში! ურცხვად შვიდ-შვიდ პარასკევსა მითვლიან მე ერთ კვირეში!...ხანჯალსშენი ჭირიმე, ხანჯალო, რკინაო ხვარასნისაო, შენ ერთად-ერთო იმედო მტრისაგან გამოხსნისაო!.. გლესავ და გლესავ,...სურვილიმინდა, რომ ჩემსა სატრფოსა ვხედავდე თავისუფალსა, რომ ძალით ვერ აშინებდენ, ვერც ნებით უხვევდენ თვალსა!.. მი...სიზმარიერთხელ მხოლოდ, - ისიც ძილში, - ქართველ ქალთა ვნახე კრება; გეფიცებით, მისი ნახვა ახლაც ისევ მენატრება! ტახ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026