kids.ge logo

გაზაფხულის მაყრები

ფავორიტებში დამატება
მიპარება ზამთარი,
ძალ-ღონე გამოლია,
და თვალს არიდებს გაზაფხულს!..
რა ცუდი მასპინძელია!

კარის-კაცები თან მიჰყავს:
ანთება, სურდო და ხველა:
“წინ წყალი, უკან მეწყერი!..
წყალმა წაღო სუყველა!”..

მის ნაცვლად ველით გაზაფხულს:
ჟუჟუნა, მშვენირია!..
მისი ტანისამოსი
ცხო და მრავალფერია!

წინ მოუძღვიან ჩიტები
მაყრულით სამურითა,
ბულბული ჩანგით დახვდება
და შაშვი სალამურითა.

მერცხალი მახარობელი
ჭიკჭიკით მონავარდე
და სუნნელების მფრქვეველად
მზად ზამბახ, ია, ვარდია.

ქვეყანა მაჯას გაიხსნის,
გული დაწყებს ძგერასა
და სადუმლო სიმებით
წყებს ბუნება ჟღერასა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ძმობა, ერთობა და სიყვარულიმთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის იყოს წყეული... ის იყოს კრული, ვისაც არ სწამდეს და არ უნდოდეს: “ძმობა, ერთობ...მუშურისიმინდსა თოხნა დავუწყოთ, ერთხმად დავსძახოთ მუშური; ეგებ მაშინ დაგვავიწყდეს, რომ გლეხნი ვართ უბედური! მარტ...ფუტკარისხვებმა უმღერონ ვარდ-ბულბულს, ადიდონ ლომი ძლიერი; თვალ-მარგალიტით შეამკონ შვენიერება ცბიერი. სხვა არის ჩე...ყმაწვილი და პეპელაჭრელი პეპელა დაათრო და გააბრუა იამა... მას მიეპარა ყმაწვილი, დაიჭირა და იამა... ალერსით უთხრა: „პეპელა, თ...თხაერთი თხა ჰყავდა ბებიას, ნიშა-ნიკორა, ნაცარა თავს ევლებოდა, უვლიდა, უყვარდა წვერებ-ცანცარა. ატროკდა ერთხელ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026