kids.ge logo

ნუგეში

ფავორიტებში დამატება
ჩემს ბებოს ხუთი შვილი ჰყავს,
შვილიშვილი კი - ერთი.
ბებია ამბობს - ჩემს ბედში
არ ურევია ღმერთი.
ჩემს შვილებს ღმერთი არა სწამთ?
როგორ გავჩუმდე, როგორ?
ხუთ შვილზე ერთი ბადიში
და მერე, ისიც გოგო?
- ნუ გეშინია, ბებია,
რომ გავიზრდები, მაშინ
იმდენ შვილიშვილს გიყიდი
ვერ დატიო სახლში.
სი სათვალე გექნება,
ჩემო ბებია ოლღა,
სი კაბა და თავშალი,
სი ქუდი და ქოლგა.
შენ ოღონდ კარგად იყავი,
ნუ უჯავრდები მამას,
და ჩირსაც თუ არ მოგვაკლებ,
ჩვენც არ მოგაკლებთ ჭამას.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სილამაზეარა შრომით და გარჯითა, როგორც პატარა ნარჩიტა, ფარშევანგი და ხოხობი თავს იწონებენ ფარჩითა... ეზოში წარამარ...ქეთინოს ვედრება მზისადმიმზეო, დაბრუნდი, დაბრუნდი, ნუ ჩაეშვები ზღვაში. ზღვას ცეცხლი წაეკიდება, ჩემი მამა ზის ნავში. იმას რომ რამე ...იარა ყვავილს ვგავარ, თუ იცით? კარგად შემხედეთ, აბა... ცისფერი ქუდი მახურავს, მაცვია ლურჯი კაბა. ბაღში ვარ, ...სათვალებები, როგორ დავიჯერო, რომ სათვალე კარგია, იმ დღეს ვცადე, გავიკეთე, არაფრად არ მარგია. ვეღარც ფისო დავინახ...სტუმარ-მასპინძელიაბა დელია-დელია, ყვავმა იშოვა ყველია, პატარა ლხინი მოაწყო, მოიპატიჟა მელია. მართალი არის, მელია ლოთი და ღ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026