kids.ge logo

ავად გახდა ხუთიანი

ფავორიტებში დამატება

ხუთინი ავად გახდა,
დატრილებს თავზე ანა.
დაკარგა სნეულს მადა
და ოთხიანს დაემგვანა.
დასიცხულს და უჭმელს-უსმელ
კითხვის თავი ჰქონდა განა?!
წია სიცხემ ისევ,
გადაიქცა სამიანად.
- დავიღუპე, ვაი, დედა! -
აღვარღვარებს ცრემლებს ანა. -
ამ ხუთიანს, როგორც ვხედავ,
უნდა იქცეს ორიანად.
- ალო! - ექიმს უხმობს ანა,
გევედრებით, მოდით მალე!
ვადა მყავს ხუთინი,
მომირჩინეთ, დამეხმარეთ! -
ჰა, ექიმიც გაჩნდა უცებ,
არ დასჭირდა ფიქრი დიდხანს,
თქვა: - შეჰყრია სიზარმაცე!
- რა მოარჩენს?
- წიგნის კითხვა!
- ჩქარა წიგნი, წიგნი მინდა! -
ნამ ძილში თვალი ჭყიტა.
- აქა ვართო! - მეგობრებმა
გადმოსძახეს კარადიდან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რას უმღერიან მერცხლებიჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკჭიკით, გაზაფხული გახარეთ, გული დარდით აგვევსო, ვეღარ ვძლებდით სხვა მხარეს. მოგვენატრა ...სამი კნუტისახლში სამი კნუტია: ცეტა, ზანტა, ბუტია. ცეტა დახტის ალთა-ბალთას, უკან დასდევს ბატს და ქათამს, თვალებს ისე...ვისწავლოთ ანგარიშიერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, უკვე ვიცი დათვლა, თუკი ასე ვისწავლი, მე სკოლაში წავალ. ერთი ცხენი ბალახს ძოვ...უცნაური კითხვაერთი ფიქრი დღე და ღამე არ ასვენებს ამ ჩვენს ლევანს: -შენ და მამას ნაადრევად თმაში თეთრი რად გერევათ? -უცნ...დათოს ქუდიდაიკარგა დათოს ქუდი, სად არ ძებნეს - ვერსად ნახეს. იგვიანებს დათო ბაღში, მოეღუშა პირისახე. არ იცოდა, რაღა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026