kids.ge logo

სამი კნუტი

ფავორიტებში დამატება
სახლ−ში სა−მი კნუ−ტი−ა:
ცე−ტა, ზან−ტა, ბუ−ტი−ა.

ცე−ტა დახ−ტის
ალთა-ბალთას,
უ−კან დას−დევს
ბატს და ქა−თამს,
თვა−ლებს ი−სე
ა−ცე−ცებს,
ვერ გა−ვი−გეთ,
რას ე−ძებს...
ხან ტყე−ში−ა,
ხან - მინ−დორ−ში,
ხან - ხე−ზე და
ხან სხვენ−ზე.

ზან−ტა დარ−დი−მან−დი−ა,
ბაფ−თი−ა−ნი ფრან−ტი−ა,
ა−რა−ფერ−ზე არ ფიქ−რობს,
სულ დი−ვან−ზე აგ−დი−ა.
ა−სე ნე−ბივ−რო−ბა−ში
ა−თე−ნებს და ა−ღა−მებს.
სახლს რომ ცე−ცხლი გა−უჩნ−დეს,
თვალს არ და−ა−ხამ−ხა−მებს.

ბუ−ტი−ა კი
ბუ−ტუ−სუ−რა,
და−ხეთ, სულმთ−ლად
თავს გა−სუ−ლა!
ში−ნა−უ−რებს
გა−ე−ბუ−ტა
რა−ღაც მი−ზეზ-
მი−ზეზით,
შინ შე−მოსვ−ლა
ა−ღარ უნ−და
და საწ−ვი−მარ მილ−ზე
ზის...

„რას გვემ−დუ−რის ნეტავ?!“ -
კი−თხვას ვერ−ვინ ბე−დავს...
სახლ−ში სა−მი კნუ−ტი−ა:
ცე−ტა, ზან−ტა, ბუ−ტი−ა.
ვა−ი, ი−მათ დე−დას!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

როგორ ასწავლა ჭიანჭველამ სამამდე თვლა ჭიანჭველაჭამიასშესთხოვს წრიპა ჭიანჭველა ჭიანჭველაჭამიას: - მუხლმოყრილი გევედრები ჯერ ნუ შემჭამ, ძამიავ! სხვა დროს ალბათ ...პირსახოციხელებს საპნით ვინც არ იბანს, იცით, როგორ მიხვდებით? პირსახოცზე ამჩნევია მისი შავი თითები....ჯადოსნური მაგიდასამასპინძლოდ მოგელით, გაშლილი გვაქვს მაგიდა, ყველა დროის ხილია, სულო, გულო, რა გინდა! აქეთ ვაშლი შაქარა, ...ლოკოკინა-ძამია ლოკოკინაო, მარტო არ მოგეწყინაო? მითხარი, რატომ აიგე ასე პატარა ბინაო? სტუმრად რომ ვინმე გეწვიოს, ს...კურდღელიკურდღელი ვარ ყურცქვიტა, დავალ სკაპასკუპითა. მოვიპარავ სტაფილოს, შევჭამ კნატაკნუტითა. ცივ წყაროსთან მივირბ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026