kids.ge logo

ვანო

ფავორიტებში დამატება

ტირის ბიჭი ვანიკო,
მთელი ბაღი აიკლო,
სევიან ბავშვები:
- ჩვენს ბაღში თუ დარჩები,
წამით აღარ მოწყენ
სე გეთამაშებით!
ზოგმა ცხენი აჩუქა,
ზოგმა კიდევ - მანქანა,
ბიჭი მაინც ბუზღუნებს:
- არ დავრჩები აქ, არა!
- კარგი, ვანო, დაწყნარდი, -
ფერება აღმზრდელი, -
სად გინახავს, მითხარი,
სათამაშო ამდენი!
რასაც ხედავ ამ ბაღში
ყველაფერი შენია,
სახლში მინდა, სახლშიო,
სახლში რა დაგრჩენია?!
ი, შეხე ამ ბიჭებს,
შენი მეგობრებია! -
ბიჭმა აღმზრდელს მიგო:
- სახლში დამრჩა ბებია! -
ვანო-ბიჭის პასუხზე
გაიცინეს ბავშვებმა:
- ბებოც ბაღში მივიღოთ,
მაშინ ვანოც დარჩება!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რას უმღერიან მერცხლებიჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკჭიკით, გაზაფხული გახარეთ, გული დარდით აგვევსო, ვეღარ ვძლებდით სხვა მხარეს. მოგვენატრა ...დათოს ქუდიდაიკარგა დათოს ქუდი, სად არ ძებნეს - ვერსად ნახეს. იგვიანებს დათო ბაღში, მოეღუშა პირისახე. არ იცოდა, რაღა...ავად გახდა ხუთიანიხუთიანი ავად გახდა, დატრიალებს თავზე ანა. დაეკარგა სნეულს მადა და ოთხიანს დაემგვანა. დასიცხულს და უჭმელს-...ტყუილი თუ მართალისახუმარო მინდა გითხრა, ადანდალი, დანდალი, უპასუხე ჩემს შეკითხვას, ტყუილი თუ მართალი. გაზაფხული მიილია, და...ფეხსაცმელი- პირს შაშვივით რისთვის აღებ, ფეხსაცმელო, რა გჭირს? მითხარ, იქნებ კბილი გტკივა ყბას შეგიხვევ ნაჭრით. შიმშ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026