kids.ge logo

ვანო

ფავორიტებში დამატება

ტირის ბიჭი ვანიკო,
მთელი ბაღი აიკლო,
სევიან ბავშვები:
- ჩვენს ბაღში თუ დარჩები,
წამით აღარ მოწყენ
სე გეთამაშებით!
ზოგმა ცხენი აჩუქა,
ზოგმა კიდევ - მანქანა,
ბიჭი მაინც ბუზღუნებს:
- არ დავრჩები აქ, არა!
- კარგი, ვანო, დაწყნარდი, -
ფერება აღმზრდელი, -
სად გინახავს, მითხარი,
სათამაშო ამდენი!
რასაც ხედავ ამ ბაღში
ყველაფერი შენია,
სახლში მინდა, სახლშიო,
სახლში რა დაგრჩენია?!
ი, შეხე ამ ბიჭებს,
შენი მეგობრებია! -
ბიჭმა აღმზრდელს მიგო:
- სახლში დამრჩა ბებია! -
ვანო-ბიჭის პასუხზე
გაიცინეს ბავშვებმა:
- ბებოც ბაღში მივიღოთ,
მაშინ ვანოც დარჩება!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უცნაური ორთქმავალისაახალწლო ნაძვის ხეზე ქალაქისკენ მომავალი ნიავქარზე უფრო მალი - დგას ბაქანზე ორთქმავალი. დაგანახათ წამით ...ფეხსაცმელი- პირს შაშვივით რისთვის აღებ, ფეხსაცმელო, რა გჭირს? მითხარ, იქნებ კბილი გტკივა ყბას შეგიხვევ ნაჭრით. შიმშ...ახალი ქოლგამზე პირს იბანდა, მზია და გოგი გარეთ გავიდნენ ახალი ქოლგით. სადრბაზოსთან შეჩერდა მზია: -ქოლგის გახსნა რომ ...თოვლის პაპის ნათქვამიცეკვით, სიმღერით, სიცილ-კისკისით მომილოცია ახალი წელი! მომაქვს ციგები, მომაქვს გუნდები, მაჭახელების ჭახან...მიგიხვდიმიგიხვდი, ჩემო ბაჭიავ, რისთვის წაგიხდა გუნება; გსურს ჩემს ხალათზე ნაქარგი სტაფილოს ჩაკნატუნება....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026