kids.ge logo

მამალი

ფავორიტებში დამატება
- იცით, ქათმებო, რას გეტყვით,
მეტი რომ არ ვთქვა თავზედა,
ჩემი ბადალი, მითხარით,
ვინ არის ქვეყანაზედა?!

დავირები ამაყად
და ვყივი მაღალხმინი,
შიშის ზარსა ვცემ ყველასა
ვაჟკაცი დეზებინი.

ლამაზიცა ვარ, ბიბილო
მიმიგავს წითელ ლალებსა,
კისერი კოხტად მიჭირავს
და ვაბრილებ თვალებსა. -

ყიყლიყოს დასაძახებლად
გულიც კი აყუნცულდა,
მაგრამ უეცრად პაწი
გოშია გამოცუნცულდა.

დაჰყეფა, შეკრთა მამალი,
როგორც გვრიტი და შოშია,
და შერცხვენილმა რაინდმა
მოჰკურცხლა საქათმეშია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იაველში ია ამოვიდა, მიიხედა, მოიხედა, -მწყურიაო! - ჩუმადა თქვა, დაძახება ვერ გაბედა. ზღვის ორთქლი და ოხშივა...ჩემო ტკბილო საქართველოვჩემო ტკბილო საქართველოვ, მოგილოცავ დღეის დღესა; მონობიდან თავდახსნილო, აღარ ისმის შენი კვნესა. თუ რამ გჭი...საქართველოა ლამაზიმთა მთაზე როა მაღალი, თავზე თოვლგადანაყარი, მთებზე რომ მუდამ გაშლილა თეთრი ღრუბლების ფაფარი, მდინარეების ...პატარა მკითხველებსჩემო პაწია მერცხლებო, ჩემი სიცოცხლის სხივებო, საყვარლად მოჭიკჭიკენო, თქვენ, ჩემო გულის მძივებო, მოგესალმე...ციგაობა-ნატრობდით და აგისრულდათ კიდეც გულის საწადელი; თქვენ გეგონათ რომ სიმწვანეს შეირჩენდა მთა და ველი?! აბა, ა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026