kids.ge logo

მერცხალი

ფავორიტებში დამატება
მერცხალო, მახარობელო
კეკლუცი გაზაფხულისა,
მორბედო ია-ვარდისა,
გამხარებელო გულისა!

შენ გენაცვალე, ფრთაცქვიტო,
მალხაზო, ჭიკჭიკხმინო,
გულის ფანცქალით მოგელი,
ვინძლო არ დაიგვინო.

მოფრინდი, მითხარ: ზამთარი
მოკვდა, აწ გაზაფხულდება!
გულს მაშინ მივცემ სილაღეს
და ნატვრაც ამისრულდება.

ოცნების ზღვაში შევცურავ,
ლაჟვარდში ავცქრიალდები,
ხან წყალთა სარკეს დავეკვრი,
ფრთაწურვით გავსრიალდები.

მივივლ-მოვივლი კიდეებს,
კანვე მოვალ ფრენით,
მოგესალმები, ხმატკბილო,
მეც ჩემებურის ენითა...

შენი ჭირიმე, მერცხალო,
შავთვალა გიშრისფრთინო,
შორს წამსვლელს ვინძლო სალამი
ქაც არ დამიგვინო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომადასევდიანდა ბუნება, ფერი შეუკრთა ტყე-ველსა, კაკალსა მოშრიალესა და ვერხვსა შტოთა მრხეველსა, მუხას ამაყად მ...პირველი გაზაფხულიპირველი გაზაფხულია, ბიჭო, გავიდეთ ველადა, მინდორი ამწვანებულა, ბიბინებს სანატრელადა. მზე გამოფოთლილ ჭალა-...მთხოვარიგზის პირას იდგა მთხოვარი, სად ხალხი მიმოდიოდა, გამვლელ და გამომვლელთანა უძლურებაზე ჩიოდა: - დამიგდო ავადმ...იაველში ია ამოვიდა, მიიხედა, მოიხედა, -მწყურიაო! - ჩუმადა თქვა, დაძახება ვერ გაბედა. ზღვის ორთქლი და ოხშივა...კოწო და კუწოკოწომ კუწოს გადასძახა: -გაახილე, კუწო, თვალი? ერთი მითხარ, გენაცვალე, როგორა გყავს დედოფალი? -ქალო, რაღა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026